png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკისა და "წიგნების თაროს სკოლის“ პარტნიორობა ახალი კურსით გრძელდება

  • საზოგადოება
  • 06.10.2021
  • 10:51
საქართველოს ბანკისა და "წიგნების თაროს სკოლის“ პარტნიორობა ახალი კურსით გრძელდება

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის უშუალო ჩართულობით „წიგნების თაროს სკოლასთან“ ერთად
დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის კიდევ ერთ კურსი იწყება.

„წიგნების თაროს სკოლა“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი არაფორმალური განათლების სივრცეა, სადაც მიწვეულ პედაგოგებთან ერთად მასწავლებლის როლს სტუდენტები ითავსებენ. სკოლაში სწავლება ეფუძნება პრინციპს „შემეცნება გართობით“, რაც სწავლის პროცესს ინოვაციურს, სახალისოს და საინტერესოს ხდის.

მოსწავლეები ისეთ საგნებს შეისწავლიან, რომლებიც მნიშვნელოვანია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის, მათი კომპლექსური განათლებისა და განვითარებისთვის, კერძოდ: მითოლოგია და ცივილიზაციები; დედამიწა და კოსმოსი; ადამიანი და ჯანმრთელობა; ლოგიკური აზროვნება და მათემატიკური თავსატეხები; შემოქმედებითი აზროვნება და ესთეტიკის აღქმა; რიტორიკული აზროვნება და საუბრის ხელოვნება.

სკოლაში დარეგისტრირებულ თითოეულ მოსწავლეს დამატებით, საჩუქრად გადაეცემა მსოფლიო ლიტერატურის კურსი, რომელსაც “წიგნების თაროს” კრეატიული დირექტორი, მწერალი და ტელეწამყვანი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე გაუძღვება.

ახალ კურსზე სიახლეა მოწვეულ სტუმრებთან დაკავშირებით. გარდა მსოფლიო ლიტერატურის კურსისა, სკოლაში დარეგისტრირებული თითოეული მოსწავლე საჩუქრად მიიღებს საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეების მასტერკლასებს. განვლილი კურსების განმავლობაში ბავშვებს გაკვეთილი ჩაუტარეს დათო გორგილაძემ, ბექა ადამაშვილმა, ცვატა ბერძენიშვილმა, კოტე მათითაშვილმა, დათო ევგენიძემ და ა.შ.

სკოლაში სწავლა 25 ოქტომბერს დაიწყება,  რეგისტრაცია 27 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი, ვებგვერდზე: https://school.wignebistaro.ge

გაკვეთილების განრიგის, მასწავლებლების მოკლე ბიოგრაფიების და დამატებითი ინფორმაციის ნახვა ამავე მისამართზეა შესაძლებელი. ჯგუფებში მოსწავლეების რაოდენობა 12-მდეა შეზღუდული. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ერთ, ისე ყველა საგანზე. თითოეულ მოსწავლეს კურსის დამთავრების შემდეგ  გადაცემა სერტიფიკატი.

ინფორმაციისთვის, არაფორმალური განათლების უნიკალური სივრცე, 2020 წლის გაზაფხულზე დაარსდა. შემეცნება გართობით - “წიგნების თაროს სკოლის” მთავარი პრინციპია, გაკვეთილები სხვადასხვა მულტიმედიური მასალის დახმარებით, თამაშებით და ინტერაქციული მეთოდებით ტარდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge