png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სააკაშვილთან დღეში 10-15 ადამიანის შესვლა ფიზიკურად შეუძლებელია, საუბარია პენიტენციურ დაწესებულებაზე და არა სასტუმროზე - კახა კუჭავა

  • პოლიტიკა
  • 06.10.2021
  • 15:49
სააკაშვილთან დღეში 10-15 ადამიანის შესვლა ფიზიკურად შეუძლებელია, საუბარია პენიტენციურ დაწესებულებაზე და არა სასტუმროზე - კახა კუჭავა

არ არის არანაირი შეზღუდვა, შესაბამისი წესებით ხდება, ნებისმიერ დროს შედის ადვოკატი, თუ არ ვცდები, ოჯახის წევრიც. ამიტომ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს რამე ეზღუდება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დეპუტატების შესვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატებისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესვლის მოთხოვნაზე უარი არ უთქვამს.

კუჭავას განმარტებით, არსებული წესებიდან გამომდინარე, ციხეში ერთ დღეს ვერ შევა ყველა, ვისაც ამის სურვილი აქვს.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არც ერთ მათ მოთხოვნაზე მე ადრე უარი არ მითქვამს. შეიძლება, ეს გადამოწმდეს კიდეც. მაისიდან მოყოლებული, ეს მოთხოვნები უკვე ჩემი უფლებამოსილებააა, ყოველთვის ვაძლევ ამის უფლებას. მაშინაც იცოდნენ, რომ არის გარკვეული რეჟიმი. საუბარია პენიცენტიურ სისტემაზე. იმ რაოდენობის, რამდენიც მათ უნდათ, დღეში 10-15 ადამიანის შესვლა ფიზიკურად შეუძლებელია, სადაც უკვე მე ვწყვეტ, რა რაოდენობით შევლენ, უსაფრთოხების ზომებიდან და პენიტენციური სისტემის წესებიდან გამომდინარე. ამიტომ არც ხვალ ვაპირებ, ვინმეს უარი ვუთხრა, მაგრამ ნამდვილად გაკონტროლდება ზომიერება მომნახველების და მსურველების, ვისაც უნდა, შევიდეს.

ფაქტი ერთია, რომ არ არის არანაირი შეზღუდვა, შესაბამისი წესებით ხდება, ნებისმიერ დროს შედის ადვოკატი, თუ არ ვცდები, ოჯახის წევრიც. ამიტომ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს რამე ეზღუდება. ნურავის ნუ აქვს მოლოდინი რომ ერთ დღეში შეძლებს შესვლას ყველა, ვისაც შესვლა უნდა. ეს გამორიცხულია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საუბარი არის პენიტენციურ დაწესებულებაზე და არა რაღაც სასტუმროზე, სადაც ლობში შეუძლიათ ისაუბრონ. ყველა შევა, მოთხოვნები გადანაწილდება და მათ შეეძლებათ, თავიანთი გუნდის წევრი მოინახულონ“, – განაცხადა  კახა კუჭავამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge