თურქეთის პარლამენტმა პარიზის კლიმატური შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
- მსოფლიო
- 07.10.2021
- 13:05
თურქეთის პარლამენტმა პარიზის კლიმატური შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
2015 წელს მსოფლიოს 195-მა ქვეყნამ ხელი მოაწერა ისტორიული შეთანხმებას გაერო-ს კლიმატური ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში.
თურქეთი „დიდი ოცეულის“ ბოლო ქვეყანა იყო, რომელსაც აღნიშნული შეთანხმება რატიფიცირებული არ ჰქონდა. ოფიციალური ანკარა აცხადებდა, რომ თურქეთი ნახშირბადის გამონაბოლქვის მხოლოდ მცირე წილზე იყო პასუხისმგებელი.