საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 29.8%
- საზოგადოება
- 07.10.2021
- 13:16
საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 29.8%-ი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 7 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 844 965 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 995 019 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.0%-ი.
სრულად ვაქცინირებულია 849 946 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 29.8 %-ი.
6 ოქტომბერს აიცრა 7 815 ადამიანი.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.
ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200