png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ფილიპინელ და რუს ჟურნალისტებს გადაეცათ

  • მსოფლიო
  • 08.10.2021
  • 15:00
მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ფილიპინელ და რუს ჟურნალისტებს გადაეცათ

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ფილიპინელ ჟურნალისტ მარია რესას და რუს ჟურნალისტს, რუსეთის დამოუკიდებელი გაზეთის, "ნოვაია გაზეტას" მთავარ რედაქტორს დმიტრი მურატოვს გადაეცათ.

ნობელის კომიტეტის განცხადებით, პრემია ჟურნალისტებს გადაეცათ გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის გაწეული ძალისხმევისთვის, "რაც დემოკრატიისა და ხანგრძლივი მშვიდობის წინაპირობაა".

კომიტეტის თავმჯდომარის, ბერიტ რეის-ანდერსენის განცხადებით, "ლაურეატები წარმოადგენენ ყველა ჟურნალისტს, რომლებიც იცავენ მშვიდობის იდეას მთელ მსოფლიოში, რომელშიც დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება სულ უფრო არასახარბიელო ვითარებაში იმყოფება".

ლაურეატებს ნობელის პრემია 10 დეკემბერს გადაეცემათ, ალფრედ ნობელის გარდაცვალების 105 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პრეტენდენტები იყვნენ ასევე გარემოს აქტივისტი გრეტა ტუნბერგი, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 1901 წლიდან გადაეცემა ნობელის კომიტეტის მიერ ფიზიკურ პირებსა და ორგანიზიციებს, რომლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ მშვიდობის განმტკიცების სფეროში. გასულ წელს, ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გაეროს სურსათის პროგრამას გადაეცა.

ნობელის კომიტეტმა 2021 წლის ლაურეატების წარდგენა 4 ოქტომბრიდან დაიწყო.

პრემიის პირველ ლაურეატებს ტრადიციულად ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ასახელებენ. ორშაბათს პრემია აღნიშნულ სფეროში დევიდ ჯულიუსსა და არდემ პატაპუტიანს გადაეცათ.

სამშაბათს ცნობილი გახდა ფიზიკის დარგში ლაურეატების ვინაობა - პრემია მიიღეს სიუკურო მანაბემ, კალუს ჰასელმანმა და ჯორჯო პარიზმა. ოთხშაბათს დაასახელეს ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიის დარგში - ბენჯამინ ლისტი და დევიდ მაკმილანი.

2021 წლის პრემია ლიტერატურის დარგში ტანზანიელ მწერალს გადაეცა აბდულრაზაქ გურნას გადაეცა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge