png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 08.10.2021
  • 19:28
სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი თბილისში ვიზიტით მყოფ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრისას, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა მხარეებმა საქართველოსა და ნატო-ს პარტნიორობის შესახებ ისაუბრეს, განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და რეგიონში ცვალებადი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ხაზი გაუსვეს ვიზიტის მნიშვნელობას.

"სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოში ვიზიტს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-სთან დაახლოების მიმართულებით აშკარა პროგრესი აქვს, რომლითაც ქვეყანას შეუძლია იამაყოს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაციის მიუხედავად, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი ის თემებია, რაზეც ქართველი ხალხი ერთსულოვანია.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ავღანეთის მისიაში საქართველოს ჩართულობის მნიშვნელობა. როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, ძალზედ დასაფასებელია, რომ საქართველო უმსხვილესი კონტრიბუტორი იყო ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს მიმართ ნატოს გენერალური მდივნის, იანს სტოლტენბერგის მუდმივი მხარდაჭერის გამო, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებშიც გამოიხატება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge