ავღანეთში, შიიტურ მეჩეთში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
- მსოფლიო
- 08.10.2021
- 22:24
ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ავღანეთში კუნდუზის პროვინციაში, შიიტურ მეჩეთში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო.
ინფორმაციას გამოცემა Washington post-ი ავრცელებს.
არსებული ცნობებით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
აფეთქებას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა. ათობით კი დაშავდა