png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

მიხეილ ჯანელიძე შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 08.02.2016
  • 18:10
მიხეილ ჯანელიძე შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

2016 წლის 8 თებერვალს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი მარგოტ ვალსტრომი.

მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-შვედეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, რეგიონში მიმდინარე პროცესები და საერთაშორისო დღის წესრიგში მდგარი რეგიონული და გლობალური აქტუალური საკითხები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველო-შვედეთს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც გულისხმობს საქართველოს მიმართ შვედეთის საქმიანი წრეების ინტერესის გაზრდას და ქვეყანაში შვედური ინვესტიციების მოზიდვას. მინისტრმა ჯანელიძემ მადლიერება გამოხატა შვედეთის მთავრობის მიმართ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსთვის  შვედეთის ახალ სტრატეგიას 2014-2020 წლებისთვის, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გაძლიერებას.  

მარგოტ ვალსტრომმა დაადასტურა, რომ შვედეთი შემდგომშიც დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ თანაავტორი ქვეყანა, აქტიურად  შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების რეალიზაციას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამართეს ერთობლივი პრეს-კონფერენცია.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან. ამასთან, შვედი მინისტრი შეხვედრებს გამართავს ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ასევე, შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge