„სარფში“ვერცხლის ნაკეთობების უკანონო შემოტანის მცდელობა გამოავლინეს
- სამართალი
- 08.02.2016
- 18:15
ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების უკანონო შემოტანის ფაქტი გამოავლინეს მებაჟე ოფიცრებმა. 6 თებერვალს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“ კონტროლის ზონაში, საქართველოს მოქალაქე თ. ყ.-ის ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ხელჩანთაში აღმოაჩინეს არადეკლარირებული საქონელი - საიუველირო ნაკეთობები, საერთო წონით 3581,6 გრამი. საქონლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 3939,76 ლარი.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3939,76 ლარის ოდენობით.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200