png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

რამზან კადიროვმა 22 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის კულტურის მინისტრად დანიშნა

  • მსოფლიო
  • 10.10.2021
  • 14:13
რამზან კადიროვმა 22 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის კულტურის მინისტრად დანიშნა

ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის 22 წლის ქალიშვილი აიშათ კადიროვა რესპუბლიკის კულტურის მინისტრი გახდა.

 „დარწმუნებული ვარ, ჩეჩნეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის საპასუხისმგებლო პოსტზე, აიშათი მიაღწევს უფრო მნიშვნელოვან შედეგებს თავის საქმიანობაში და წარმატებით გაართმევს თავს დასახულ ამოცანებს“, - დაწერა ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა მაგომედ დაუდოვმა „ინსტაგრამზე“ და აიშათს თავისი ძმისშვილი უწოდა.

ერთი წლის წინ აიშათ კადიროვა ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ხოჯ-ბაუადი დააევმა, რომელმაც მინისტრის პოსტი კადიროვას დაუთმო, თქვა, რომ  აიშათის გამოჩენის შემდეგ სამინისტროს მუშაობა უფრო დინამიური გახდა.

სახელმწიფო სამსახურში მისვლამდე, კადიროვა ისლამური მოდის სახლის Firdaws-ის ხელმძღვანელი იყო. ჩეჩნური ბრენდი 2009 წელს ჩეჩნეთის ლიდერის ცოლმა მედნი კადიროვამ დააფუძნა, შემდეგ კი კომპანიის მმართველობა მის ქალიშვილს გადაეცა.

აიშათი რამზან კადიროვის შვილებს შორის, პირველია, რომელმაც მაღალი თანამდებობა დაიკავა.

2020 წელს აიშათი დედასა და ერთ-ერთ დასთან ერთად შეერთებული შტატების სანქციათა სიაში მოხვდა. სამივე მათგანს აშშ-ში შესვლა ეკრძალება.

 „სახელმწიფო დეპარატამენტი ფლობს სარწმუნო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კადიროვს ეკისრება პასუხისმგებლობა 10 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა უხეშ დარვევებზე, მათ შორის წამებასა და მკვლელობებზე“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge