png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გერმანიაში არალეგალი მიგრანტების კონტრაბანდის საქმეში ლუკაშენკას მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

  • მსოფლიო
  • 10.10.2021
  • 20:48
გერმანიაში არალეგალი მიგრანტების კონტრაბანდის საქმეში ლუკაშენკას მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

გერმანიაში დაიწყო გამოძიება ბელარუსის ტერიტორიიდან პოლონეთის გავლით გერმანიაში მიგრანტების კონტრაბანდაში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ გაზეთი Bild am Sonntag წყაროზე დაყრდნობით წერს.  

გერმანიის ფედერალური პოლიციის თანახმად, 2021 წლის აგვისტოდან ბელარუსის მხრიდან გერმანიაში უკანონოდ მოხვდა 4 ათასამდე უცხოელი.

გამოცემის ცნობით, გერმანიის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობენ ერაყელი და სირიელი ახალგაზრდა მამაკაცები. როგორც წესი, ევროპის მიმართულებით გაგზავნის პუნქტები მოქმედებენ ბაღდადში, ერბილში, დუბაიში, ბეირუთში, ამანში, სტამბოლში და დამასკოში. ამასთან, ევროპაში წასვლის მსურველებს ბელარუსის სტუდენტურ ვიზებს აძლევენ.

მინსკში ჩასვლის შემდეგ მესაზღვრეებს ან მილიციის წარმომადგენლებს ისინი პოლონეთის საზღვართან გადაჰყავთ. ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვედრის შემდეგ არალეგალი მიგრანტები დამოუკიდებლად აგრძელებენ გერმანიის მიმართულებით გადაადგილებას.

8 ოქტომბერს ევროკავშირის 12 წევრი ქვეყნის შს მინისტრმა, მათ შორის პოლონეთმაც,  ევროკომისიას მიმართა თხოვნით, მიიღონ დამატებითი და ადეკვატური დაფინანსება საზღვრებზე ზღუდეების ასაგებად, რათა შემცირდეს არალეგალი მიგრანტების ნაკადი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge