png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

პოლონეთში ევროკავშირიდან შესაძლო გასვლის მოწინააღმდეგეთა მრავალათასიანი აქციები გაიმართა

  • მსოფლიო
  • 11.10.2021
  • 14:23
პოლონეთში ევროკავშირიდან შესაძლო გასვლის მოწინააღმდეგეთა მრავალათასიანი აქციები გაიმართა

ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა ოპოზიციის მოწოდების შემდეგ ევროკავშირიდან პოლონეთის შესაძლო გასვლის საწინააღმდგო აქციაზე. მხოლოდ ვარშავაში მომიტინგეთა რაოდენობამ 100 000-ს მიაღწია.

დემონსტრაციები მოჰყვა პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ქვეყნის კონსტიტუციას ვარშავისთვის უფრო მეტი წონა აქვს, ვიდრე ევროკავშირის კანონმდებლობას.

აქციებზე, რომლებიც 160 ქალაქში გაიმართა, გამოტანილი იყო ლოზუნგები: „ჩვენ ვრჩებით ევროკავშირში“. ყველაზე მრავალრიცხოვანი დემონსტრაცია ვარშავაში, ციხის მოედანზე გაიმართა. აქციის მონაწილეებს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და ვარშავის აჯანყების ვეტერანებმა მიმართეს.

 „ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას, ვიცავთ პოლონეთის რესპუბლიკას უზურპატორებისგან“, - განაცხადა მიტინგზე „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერმა დონალდ ტუსკმა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის დატოვება შექმნის შესაძლებლობას დაირღვეს მოქალაქეების უფლებები და დემოკრატიული პრინციპები.

ექს-პრეზიდენტმა ლეხ ვალენსამ განაცხადა, რომ „არცერთ მტერს, ისე არ დაუყვია ერი, როგორც ამ ხელისუფლებამ დაყო“.

ციხის მოედნიდან მომიტინგეთა ნაწილი მმართველი პარტიის ცენტრალური ოფისისკენ გაემართა, სადაც პოლიციასთან რამდენიმე მწვავე დაპირისპირება მოხდა. დააკავეს აქციის ერთი მონაწილეც. მარავალათასიანი აქციები ასევე გაიმართა გდანსკში, კრაკოვსა და ვროცლავში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge