ფილიპინებზე ტაიფუნ Maring-ს 9 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 12.10.2021
- 12:02
ტაიფუნ Maring-ს ფილიპინების კუნძულ ლუსონზე ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება ადგილობრივი მედია.
დაშავდა კიდევ 2 ადამიანი, 11 კი უგზო-უკვლოდ არის მიჩნეული.
ტაიფუნმა ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. ამ დროისათვის ტაიფუნი ჩინეთის კუნძულ ხაინანისკენ მიემართება.