png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მღელვარება იმაზე, რომ რუსეთში დემოკრატია მოკვდა, ძლიერ გადაჭარბებულია - პუტინი

  • მსოფლიო
  • 13.10.2021
  • 21:07
მღელვარება იმაზე, რომ რუსეთში დემოკრატია მოკვდა, ძლიერ გადაჭარბებულია - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ზედმეტად გადაჭარბებულია მღელვარება იმის შესახებ, რომ რუსეთში დემოკრატია მოკვდა. მან კრიტიკოსებს მოუწოდა თავიანთ თავზე იფიქრონ.

მღელვარება იმაზე, რომ რუსეთში დემოკრატია მოკვდა, ძლიერ გადაჭარბებულია. როგორც ოდესღაც მარკ ტვენმა მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ჭორების საპასუხოდ თქვა“, - განაცხადა პუტინმა რუსეთის ენერგეტიკის კვირეულის ფორუმზე.

 „ნუ შეშფოთდებით ჩვენს გამო, სჯობს, თქვენს თავზე იფიქროთ და იმაზე, რაც თქვენთან ხდება“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი აზრით, „პარლამენტარიზმი ევროპაში განიცდის უამრავ პრობლემას“.

მან თქვა, რომ უმჯობესია შეხედონ ტრადიციულ საპარლამენტო ქვეყნებს, დაინტერსდნენ იმით, რაც იქ ხდება, როგორ ყალიბდება იქ ხელისუფლება, რამდენი შეკითხვა ისმის კორუფციასთან დაკავშირებით. „იმავე შტატებში ეს ლობიზმია. რა არის ლობიზმი? რა არის ოფიციალური ლობიზმი აშშ-ში? ლეგალიზებული კორუფცია - აი, რა არის. ჩვენ რა, ეს არ გვესმის? ყველას ესმის, მაგრამ ჩუმად არის“, - განაცხადა პუტინმა.

მან ასევე მოიყვანა მაგალითად აშშ-ში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები, როდესაც მისი თქმით, „ხელისუფლებაში მოდიან ადამიანები, რომლებსაც ნაკლებმა ამომრჩეველმა მისა ხმა“

რაც შეეხება რუსთს, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთშიც არის რაღაც ხარვეზები, „მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ხარვეზები ჩვენთან მეტია, ვიდრე თქვენთან, ვფიქრობ, რომ ნაკლებიც კია“, - თქვა რუსეთის ლიდერმა.

მან ასევე თქვა, რომ რუსეთში ოპოზიცია ცოცხალია და მკაცრად აკრიტიკებს ხელისუფლებას.

 „რაც შეეხება ოპოზიციას, ის ჩვენთან მუშაობს, ცოცხალია, აკრიტიკებს ხელისუფლებას, თანაც ისე მკაცრად აკრიტიკებს, რომ ეს სხვა ქვეყნებშიც არ ხდება“, - აღნიშნა პუტინმა.

 „ჩართეთ ზოგიერთი რუსული მედიასაშუალება და თქვენთვის ყველაფერი ნათელი გახდება. ისინი ხომ მუშაობენ, მათ არავინ ეხება, ყველაფერი ნორმალურადაა. უფრო მეტიც, „გაზპრომისგან“ ფულსაც კი იღებენ. „გაზპრომი“ ევროპაში გაზს ყიდის და ოპოზიციურ მედიას აფინანსებს“, - დასძინა პუტინმა.

 „რთულად იპოვი ისეთ ქვეყანას, სადაც მედია, ფაქტობრივად, ფინანსდება სახელმწიფო წყაროებიდან და დაკავებული აქვთ საწინააღმდეგო პოზიცია ხელისუფლების მიმართ, როგორც ჩვენთან. „გაზპრომი“ აფინანსებს ჩვენს ერთ რადიოსადგურს, ის იკავებს უკიდურეს პოზიციას ნებისმიერი საკითხისადმი და იქ დასაქმებულ ყოველ მეორეს აქვს უცხოეთის პასპორტი ან ბინადრობის უფლება. მუშაობენ, ყველაფერი რიგზეა“, - თქვა პუტინმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge