png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

პრეზიდენტმა ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

  • პოლიტიკა
  • 14.10.2021
  • 10:35
პრეზიდენტმა ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პრეზიდენტმა ავსტრიის რესპუბლიკის სახელმწიფო საგანძურის საცავი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და ვენის სახელმწიფო ოპერის,  სახელმწიფო თეატრისა და სახალხო ოპერის დეკორაციებისა და კოსტიუმების სახელოსნო „Art-For-Art“ დაათვალიერა.

კულტურის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კოტე ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ავსტრიის ეროვნულ საგანძურს ვენის სამუზეუმო ლანდშაფტში გაnსაკუთრებული ადგილი უჭირავს და  მას  კულტურის პოლიტიკის კუთხით  განსაკუთრებული ფუნქციები აქვს მინიჭებული. იგი წარმოაჩენს ავსტრიის, როგორც კულტურული ქვეყნის ადსილს მსოფლიო ისტორიის კონტექსტში.

,,სახელმწიფო საგანძურის საცავს მნახველი მას არ აკლია, რაც მოწმობს იმას, რომ დღეს საზოგადოება დაინტერესებულია ამ პერიოდის ხელოვნების ნიმუშებით და ეს განწყობა ჩვენ, რა თქმა უნდა, გვიჩენს დიდ შანსს, რომ ჩვენი ეროვნული საგანძურიც წარმოადგენდეს საერთაშორისო ხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოების მიზიდულობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრს“, - განაცხადა კოტე ნაცვლიშვილმა.

Art for Art სახელოსნო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა დაათვალიერა, ემსახურება  ვენის  უმთავრეს თეატრებს, მათ შორის 2 სახელმწიფო ოპერასა და დრამატულ თეატრს და  ამზადებს როგორც სცენის დეკორაციებს, ასევე კოსტუმებსა და რეკვიზიტს. მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარებით რაც კოსტუმებსა და დეკორაციას მექანიზირებულს ხდის და დამკვეთის ნებისმიერ მოთხოვნას აკმაყოფილებს.

Art for Art სახელოსნო ვენის სახელმწიფო თეატრებთან და ზალცბურგის მუსიკალურ ფესტივალთან ერთად, მეზობელი ქვეყნების თეატრებსა და კინოსტუდიებს ემსახურება.

პრეზიდენტმა Art for Art სახელოსნოს ხელმძღვანელობასთან განიხილა სამხატვრო აკადემიის სტუდენტების სტაჟირების შესაძლებლობები. პრეზიდენტის ინიციატივით, დაიწყება მუშაობა ქართველი სტუდენტების სტაჟირებისთვის, როგორც დეკორაციების და რეკვიზიტის მიმართულებით, ასევე კოსტუმების მიმართულებით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge