png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სალომე ზურაბიშვილი ეუთო-ს წევრი ქვეყნების ქალ ელჩებს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 14.10.2021
  • 10:36
სალომე ზურაბიშვილი ეუთო-ს წევრი ქვეყნების ქალ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა ეუთო-ს წევრი ქვეყნების ქალ ელჩებთან შეხვედრა გამართა და გამოფენა ,,ქალები მშვიდობისათვის“ დაათვალიერა, რომელიც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველ ლაურეატ ქალს, ავსტრიის სამშვიდობო საზოგადოების დამფუძნებელსა და მწერალს, ბერტა ფონ ზუტნერს ეძღვნებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ეუთოს გენერალურ მდივანს, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა და ქალ ელჩებს საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებული საფოსტო მარკა ,,ბერტა ფონ ზუტნერი" საჩუქრად გადასცა და სიტყვით მიმართა:

,,საკმაოდ სიმბოლურია დღეს აქ ყოფნა, რადგან ეუთოს ჰყავს ქალი გენერალური მდივანი, ამავდროულად, ჩვენ ვიხსენებთ ნობელის მშვიდობის პრემიის პირველ ლაურეატ ქალს, ბერტა ფონ ზუტნერს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთან, რადგან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ჩვენს ქვეყანაში.

მე ვმუშაობ პროექტზე, რომ თბილისში ეუთოს მხარდაჭერით ჩატარდეს კონფერენცია ქალი ლიდერების მონაწილეობით კონფლიქტის გადაჭრის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე. ეს არის ის, რასაც ქალთა საზოგადოებისა და კავშირებისაგან მეტი ძალისხმევა სჭირდება.

ბერტა ფონ ზუტნერი იყოს ამ მიმართულებით ჩვენთვის, როგორც ქალი ლიდერებისათვის ჩვენი მუშაობის სიმბოლო და მოდელი, რომელიც ინსპირაციას მოგვცემს“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ეუთოს გენერალური მდივნმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სტუმრობისათვის და ბერტა ფონ ზუტნერისადმი მიძღვნილი გამოფენის მოწყობისათვის. ,,მოხარული ვარ თქვენი მასპინძლობით, რადგან თქვენ ხართ ქალი ლიდერისა და მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ქალთა ჩართულობის ნათელი მაგალითი. მადლიერი ვარ ამ გამოფენისათვის, რომელიც გვეხმარება იმაში, რომ გავიხსენოთ ლიდერი ქალი“,- განაცხადა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ჰელგა შმიდმა.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge