primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
17 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

არ მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ - ეკა ბესელია

  • პოლიტიკა
  • 14.10.2021
  • 13:23
არ მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ - ეკა ბესელია

მე მომწონს ეს შინაგანი თავისუფლება, რომელიც წლების ბრძოლით მოვიპოვე და ასევე ბრძოლით შევინარჩუნე და ამიტომაც დავწერ ისე, როგორც ვფიქრობ სააკაშვილზე, - წერს პარლამენტის ყოფილი წევრი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

„რასაკვირველია, მახსოვს როგორი ტანჯვის გზა გამატარა, როდესაც ჩემი უდაშაულო ძმა და სკოლის მოსწავლე შვილი დააპატიმრა და ჩემთან შურისძიების გამო - მძევლად ამყოფა... მთელი ორი წელი გაგრძელდა ჩემი და ჩემი ოჯახის ენით აღუწერელი წამება... და ჩემი დასჯა გადაწყვიტა მან და მერაბიშვილმა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს პროფესიაზე უარი ვთქვი დროებით და ქუჩაში გამოვედი თავისუფლების და სამართლიანობისთვი.

მე პირადად არანაირი პრობლემა არ მქონდა იმათგან განსხვავებით, ვისაც, როცა შეეხნენ, მაშინ ამოიღეს ხმა. მე სხვათა დასაცავად გამოვედი ქუჩაში და ამის მერე შური ჩემს ოჯახზე იძია და ამით დამსაჯა, მაგრამ ვერ გაგვტეხა. ერთი დღე არ შეგვიწყვეტია ბრძოლა და არც კომპრომისზე წავსულვართ!

ვიდექი წლები ტყვიების ზუზუნში, ყველა დარბევის დროს, სიცივესა თუ უიმედობაში, მაგრამ ფეხი არ მომიცვლია. არ შემშინებია. სასტიკად გამომცადა იმ ხელისუფლებამ!

ბიძინამ რომ მთხოვა - მჭირდები და ერთად ვიბრძოლოთო, პირველი, რაც ვუთხარი: მე მხოლოდ სამართლიანობისთვის ვიბრძვი და თავისუფალი სასამართლო უნდა იყოს ამ ქვეყანაში, როცა მოხვალთქო! იგივე გზას დაადგა თავადაც და ოცნებაც და რასაკვირველია, უარი ვთქვი მათზეც და ყველაფერზე. ამათაც სასტიკად გამომცადეს.

მორალური ზღვარი წაიშალა. დღეს სააკაშვილს ისინი ამუნათებენ ყველაზე მეტად, ვინც ბრძოლაში არ მინახავს და ზარქუები, კობახიძე-მათიკაშვილები ისე იმალებოდნენ, საკუთარ თავს ვერ პოულობდნენ.

ხელისუფლებაში 7 წელი თანამდებობაც მქონდა და გავლენაც და არასოდეს, არასოდეს მიცდია ჩემი ოჯახის ამწიოკებელ დავალების შემსრულებელ გამომძიებელ, პროკურორ, მოსამართლეებს (ღირსნი კი იყვნენ) მივბრუნებოდი და პასუხი მომეთხოვა. არ მივეცი ჩემს თავს ამის უფლება ჩემი შინაგანი ეთიკის გამო. არც შურისძიება შემიძლია. და აღმოვაჩინე ისევ, ჩემს თავში, რომ მიუხედავად იმისა, არასოდეს დამავიწყდება ის სისასტიკე, რაც ჩაიდინეს ჩემს მიმართ, არ მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ!

ნურავინ დამიწყებთ აქ მორალისტობას, განსაკუთრებით ისინი, მეასედი რომ არ გაგივლიათ იმ განსაცდელის და ტკივილის, რაც გავიარე! მე ჩემს თავში აღმოჩენილი შინაგანი ემპათია და ადამიანური განცდა მომეწონა სიკვდილის წინაშე მყოფი, თუნდაც ჩემთვის ყველაზე მიუღებელი ადამიანის მიმართ რომ გამაჩნია ! არ მომეწონებოდა ეს რომ არ დამენახა და არ ვაპირებ კეკლუცობას ამ თემაზე! მზარავს ის ადამიანები, რომლებიც ქირქილებენ სხვის განსაცდელზე და სიცოცხლეზე! არაფერი მოუცია უფალს სიცოცხლეზე დიდი და თუ შენდობაც და მიტევებაც შეძელი - თავად ხარ ადამიანი“, - წერს ბესელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge