ჩვენი ინფორმაციით, რუსთავის მე-17 კოლონიაში ბუნტია - ნიკა გვარამია
- საზოგადოება
- 14.10.2021
- 18:28
მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ბუნტია.
"დაიწყეს ყველაფრის დახშობა. შესაძლებლობის ზღვარზე ვმუშაობთ.
ამასობაში, ჩვენი ინფორმაციით, რუსთავის მე-17 კოლონიაში ბუნტია და გამოკეტილი ყავს დაცვა პატიმრებს",-წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსთავის მე-17 პენიტენციური დაწესებულების სასადილოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით, პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, რდაწესებულებაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოები მიმდინარეობს და ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 6 ეკიპაჟი და 11 სახანძრო მანქანაა მობილიზებული.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200