png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკისა და USAID –ის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტის ფარგლებში CosyCorner-ი ექსპორტზე ორიენტირებას გეგმავს

  • ეკონომიკა
  • 15.10.2021
  • 11:50
საქართველოს ბანკისა და USAID –ის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტის ფარგლებში CosyCorner-ი ექსპორტზე ორიენტირებას გეგმავს

საქართველოს ბანკი მის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტის ფარგლებში, კიდევ ერთ კომპანიას მიეცა შესაძლებლობა, გაევლო მის ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული ტრენინგი ფინანსური ხელმისაწვდომობისა და ექსპორტის მიმართულებით.

კომპანია CosyCorner-ის საქმიანობას დაწნული გარე ავეჯის წარმოება და რეალიზაცია წარმოადგენს. ის საქართველოში, უმაღლესი ხარისხის, წყალგამძლე, სიცხეგამძლე ეკოლოგიურად სუფთა პოლიმერისგან მზადდება. კომპანია 2013 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა ამით არ ჩერდება და სამომავლოდ ექსპორტზე ორიენტირებას გეგმავს.

„რაც ჩვენს პროდუქციას გამოარჩევს არის ის რომ, ვაწარმოებთ საქართველოში დამზადებულ, მაღალი ხარისხის წნულის გარე ავეჯს. ვიყენებთ ეკოლოგიურად სუფთა მასალას, რომელიც უძლებს წვიმას, ყინვას, მზეს. ჩვენი დამზადებული ავეჯი ამშვენებს როგორც ინტერიერს, დახურულ შენობაში, ასევე ღია ცის ქვეშ ხანგრძლივად ინარჩუნებს ხარისხს. ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი გამოწვევა სასაწყობო მარაგებისა და ე.წ. „შოურუმის“ არ არსებობის გამო სეზონურ პერიოდში მოთხოვნის დაკმაყოფილებაა. იმედი გვაქს, უკვე მიღებული გამოცდილება მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო კარგად დავინახოთ კომპანიის პოტენციალი, რათა მოვახდინოთ ბაზრის სრული ათვისება, შემგომ კი ექსპორტზე აქცენტირება“,- განაცხადა ნიკოლოზ ნადირაძემ, CosyCorner-ის წარმომადგენელმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროგრამა ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, შეიმუშაონ საკუთარ საჭიროებებზე მორგებული ბიზნესის განვითარების გეგმები, როგორც ექსპორტის განვითარების, ფინანსური მართვისა და ინვესტიციების ათვისების, ისე ადგილობრივი გაყიდვების ზრდის მიმართულებით. პროგრამა განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალების დამზადების; ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით, ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავების; შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge