ბილ კლინტონი კლინიკაში გადაიყვანეს
- მსოფლიო
- 15.10.2021
- 12:58
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, 75 წლის ბილ კლინტონი კალიფორნიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მისი დაავადება COVID-19-ს არ უკავშირდება. იუწყება ამერიკული მედია.
გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით, კლინტონი კლინიკაში სეფსის გამო მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, კლინტონი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება, კლინიკიდან მასე მალე გაწერენ.
კლინტონმა სამედიცინო ცენტრში უკვე ორი დღე გაატარა.