ავღანეთში, შიიტურ მეჩეთში აფეთქებას 25 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 15.10.2021
- 14:00
სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა ავღანეთში, ყანდაღარის პროვინციაში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 7 გარდაცვლილის შესახებ.
აფეთქება პარასკევს, 15 ოქტომბერს შიიტურ მეჩეთში მოხდა. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეჩეთში ეს უკვე მესამე აფეთქებაა. ქაბულში, მეჩეთთან მომხდარ ტერაქტს 12 ადამიანი ემსხვერპლა, ყუნდუზის პროვინციის მეჩეთში კი აფეთქებამ 46 ადამიანი შეიწირა.