primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

სააკაშვილის პირადი ექიმი დღესვე შევა, თუ შესაბამის განცხადებას დადგენილი წესის დაცვით დაწერს - რატი ბრეგაძე

  • საზოგადოება
  • 15.10.2021
  • 18:49
სააკაშვილის პირადი ექიმი დღესვე შევა, თუ შესაბამის განცხადებას დადგენილი წესის დაცვით დაწერს - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია თითქოს N 12 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობა მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ციხეში არ უშვებს სიცრუეა.

რატი ბრეგაძის თქმით, ყველა ის პირი, ვინც დადგენილი წესით მიმართა ციხის ადმინისტრაციას, პენიტენციურ დაწესებულებაში უპრობლემოდ შეუშვეს, მათ შორის მისი ოჯახის წევრები.

"არასწორია ფორმულირება, რომ არ ვუშვებთ მიხეილ სააკაშვილთან მის პირად ექიმს. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ბატონი ყიფშიძე ციხეში იმყოფებოდა რამდენჯერმე და მოინახულა პატიმარი მიხეილ სააკაშვილი. არსებობს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის დადგენილი წესები. ამისთვის უნდა გაკეთდეს შესაბამისი მიმართვა. ეს მიმართვა გაკეთებული იყო წესის დარღვევით და ციხის ადმინისტრაციამ ადვოკატის მეშვეობით უკვე შესთავაზა , რომ დაწეროს განცხადება და შემოვიდეს. თუკი ის წესის დაცვით დაწერს განაცხადს დღესვე შევა ციხეში", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.
 
რატი ბრეგაძემ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაჯაროების მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა.

"ცდილობდენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიტუაციის ისე წარმოჩენას თითქოს პატიმარი გარდაიცვლებოდა რამდენიმე დღეში. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება საზოგადოების საკეთილდღეოდ და იგივე პატიმარ სააკაშვილის ოჯახის წევრების გასაგებად, რომ ყველას სცოდნოდა მისი ჯანმრთელობა მდგომარეობა იყო სტაბილური. და ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი იყო ნორმაში. ვინც აკეთებს მსგავს განცხადებებს, მას არ აინტერესებს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. პირიქით, სურთ რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ და მათ შორის ისიც უნდათ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს. ისინი მანიპულირებენ ადამიანის ჯანმრთელობით, რაც ყველანაირ მორალურ ზღვარს სცდება", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
 
რატი ბრეგაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ინტერესშია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილურობა. მისივე თქმით, ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი პირველ შეხვედრას დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართავს.

"მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც ასე ოპერატიულად გამოეხმაურა ჩვენს შეთავაზებას. შეიქმნა ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალებისგან . ისინი უკვე დღეს იკრიბებიან ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც ჩვენი სამედიცინო პერსონალი მივა და მათ გააცნობენ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიას და შემდგომში თავად ეს ექიმები მიიღებენ შესაბამის რეკომენდაციას. თუ სჭირდება მას დამატებითი გამოკვლევა, ესეთი გამოკვლევა ჩატარდება. ხოლო, თუ იქნება სამედიცინო საჭიროება, ამ ჯგუფის წევრებს ექნებათ საშუალება დამატებითი კონტაქტის საშუალება", - განაცხადა რატი ბრეგაძემ რუსთავი 2 - ის პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საუბრისას.
 
მანვე, 2012 წლამდე ციხეებში არსებული ვითარება გაიხსენა და ყველას ვინც, პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, მოუწოდა წარსული კიდევ ერთხელ გაიხსენონ.
 
ის ადამიანები, ვინც საუბრობენ ბუნტზე, ვინც საუბრობენ ადამიანის უფლების დარღვევებზე მინდა შევახსენო - ეს არის ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ბათუმის საკანი, თუ რა მდგომარეობაში დაგვხვდა ჩვენ. საკანში იმყოფებოდა 30 -ზე მეტი პატიმარი. არათუ მარტო ყოფნის, ექიმის მონახულების და ტელევიზორის , მაღაზიაში შესვლის და კვების საშუალება, არამედ დაჯდომის საშუალება არ ჰქონდათ, ფეხზე დამდგარ ადამიანებს ეძინათ. ეს საზოგადოებას ძალიან კარგად უნდა ახსოვდეს და ამ ყველაფერს განსაკუთრებით იმ პირებს შევახსენებ, ვინც იგონებს, რომ თითქოსდა ციხეში არის ბუნტი და ჩვენ ვარღვევთ ვინმეს უფლებებს", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge