png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უნდა აიკრძალოს სააკაშვილი და მისი პარტია ისევე, როგორც მსოფლიოში პოლიტიკურად აიკრძალა ფაშიზმი - ია მეტრეველი

  • საზოგადოება
  • 16.10.2021
  • 16:09
უნდა აიკრძალოს სააკაშვილი და მისი პარტია ისევე, როგორც მსოფლიოში პოლიტიკურად აიკრძალა ფაშიზმი - ია მეტრეველი

საქართველოში უნდა აიკრძალოს სააკაშვილი და მისი პარტია ისევე, როგორც მსოფლიოში პოლიტიკურად აიკრძალა ფაშიზმი, - განაცხადა ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა რუსთავის ციხესთან, სადაც სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულებმა აციქა გამართეს.

„ხელისუფლება ამათ ჭიდაობაშია და დროც აღარ რჩება, რამე გააკეთოს. სამუდამო გეკუთვნის. დიდი დრო გექნება და ჯობია დაფიქრდე იმ ბოროტებებზე, რაც გაქვს ჩადენილი, ჩვენნაირ გაუბედურებულ ოჯახებზე, როგორ დაგვიხვრიტე ანგელოზი შვილები, მაგაზე იფიქრო, დღედაღამე ინანიო და დაჩოქილი შეეხვეწო უფალს, რომ გადაგარჩინოს და ჯოჯოხეთში არ მოხვდე. მაგრამ არ აგცდება, რადგან შენ არ ხარ ეგ კაცი, რომ  მოინანიო, შენ ხარ პირდაპირ ეშმაკის მიმდევარი და სატანის მოციქული და ვინც შენ მხარს გიჭერს, ისინიც მაგ გზაზე დგანან“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

ამასთან, ია მეტრეველმა ასევე ისაუბრა საეკლესიო პირებზე, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე პეტიციას ხელი მოაწერეს.

„არ შემიძლია, არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ სააკაშვილის საქმეს გამოეხმაურნენ ეკლესიაში მღვდლები, მეუფეები, რამაც ძალიან მატკინა გული. მეუფეები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ მკვლელის შეწყალებას და შებრალებას, ვითომდა შერიგების მიზნით. რა შერიგებაზეა ლაპარაკი. ადამიანი, რომელიც ოდნავადაც არ ნანობს, რაც ჩაიდინა, მონანიების სურვილიც არ გასჩენია. პირიქით, ერთი სული აქვს, ხელისუფლებაში დაბრუნდეს და ისე გაგვჟლიტონ… ჩემზე ფიქრობს ალბათ, ეს როგორ დამრჩა ცოცხალი, როგორ არ მივაკალი როგორც იური ვაზაგაშვილი დავაკალი საფლავზეო. ალბათ მაგას ფიქრობს. არც ახლაა გამორიცხული, თავისნაირი მკვლელები ქვეყნის ჰყავს გარეთ და ალბათ აქვთ ეს გეგმაც, მაგრამ მეტს ვერაფერს ვეღარ მიზამთ. მე ისედაც მკვდარი ვარ, უბრალოდ ამ მიწაზე ვარ და რომც მომკლათ, მე ჩემს შვილთან წავალ. ასე რომ, ვერაფერს დამაკლებთ, ისე გამანადგურეთ.

სააკაშვილო, გესმოდეს ჩემი ღაღადი, გესმოდეს ჩემნაირად განადგურებული დედების ტირილი, ბოროტო სულო. დედაშენს მივმართავ, ასეთი სატანა რომ გააჩინე, დაჩოქილი უნდა ეხვეწებოდე უფალს ბოდიშს, მაგრამ ერთნაირები ხართ. საერთო ჭირია, ქვეყანა გაანადგურა. ჩვენს ქვეყანაში აღარასოდეს უნდა განმეორდეს ეს ბოროტება. ვერასდროს ვეღარ მოხვალთ ხელისუფლებაში, ეგ იცოდეთ „ნაცებო“, შეგაკვდებით სიცოცხლის ბოლო წვეთამდე. სამუდამო პატიმრობა მიშას“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge