png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ნატო-მ დაიწყო სამხედრო წვრთნები ბირთვული ომის სცენარით

  • მსოფლიო
  • 19.10.2021
  • 13:00
ნატო-მ დაიწყო სამხედრო წვრთნები ბირთვული ომის სცენარით

ნატო-ს 14 ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყო წვრთნები, რომლის სცენარი ბირთვული ომის შემთხვევაში, ალიანსის შესაბამის ქმედებებს ითვალისწინებს.  ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გერმანიისა და ნატო-ს 13 წევრი ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ალიანსის ტერიტორიების დაცვის მიზნით დაიწყეს ყოველწლიური წვრთნები ბირთვული იარაღის გამოყენებით. მანევრებში სახელწოდებით „მტკიცე შუადღე“ (Steadfast Noon) ჩართულია ათობით თვითმფრინავი, მათ შორის ბირთვული იარაღით აღჭურვილი ავიაგამანადგურებლები და სადაზვერვო თვითმფრინავები.

ოფიციალური მონაცემებით, წელს სწავლება ალიანსის ტერიტორიის სამხრეთ საჰაერო სივრცეში მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს,რომ მანევრების ფარგლებში შესაძლოა, გამოყენებული იყოს ამერიკული  B61 ტიპის ბირთვული ბომბი, რომელიც დაუდასტურებელი მონაცემებით, ინახება ჩრდილოეთ იტალიაში გედის სამხედრო ავიაბაზაზე. ამასთან, ნატო-ში არ აკონკრეტებენ წვრთნების ზუსტ ადგილმდებარეობასა და სხვა დეტალებს.

სამხედრო ექსპერტების ინფორმაციით, სწავლების დროს მოხდება ამერიკული ბირთვული იარაღის ტრანსპორტირება მიწისქვეშა საცავიდან  და მისი მიმაგრება გამანადგურებლებთან. თუმცა საწვრთნელი ფრენები ბომბის გარეშე შესრულდება.

ნატო-ს ბირთვული პოლიტიკა ითვალისწინებს, რომ პარტნიორ ქვეყნებს  საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ გამოიყენეონ ევროპაში დისლოცირებული აშშ-ის ბირთვული ქობინები. ოფიციალურად დაუდასტურებელი მონაცემებით, ამერიკული ბირთვული იარაღი განთავსებულია ასევე ბელგიაში, თურქეთში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში.

უნდა ითქვას, რომ სამხედრო ექსპერტები ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად აფასებენ ბირთვული ომის საფრთხეს. ამის მიზეზი საშუალო და მოკლე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებიდან აშშ-სა და რუსეთის გასვლა სახელდება. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, რუსეთის მიერ 9M729 ტიპის რაკეტის შემუშავება გახდა, რომელსაც 500 კილომეტრის მანძილზე შეუძლია ფრენა. ვაშინგტონი და ნატო მიიჩნევენ, რომ მოსკოვმა ახალი რაკეტის შექმნით ხელშეკრულება დაარღვია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge