ტაივანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაკარგულად 100-ზე მეტი ადამიანია მიიჩნეული
- მსოფლიო
- 09.02.2016
- 12:21
ტაივანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით 107 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულადაა მიჩნეული.
ქალაქ ტაინანში მაშველებმა 17-სართულიანი შენობის ნანგრევებიდან 213 ადამიანი გამოიყვანეს.
ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების გადარჩენის იმედი თითქმის აღარ არის. შესაძლოა გამოიყენონ მძიმე ტექნიკა.
6,4-ბალიანი მიწისძვრა ტაივანში 6 თებერვალს მოხდა. სერიოზულად დაზიანდა რამდენიმე შენობა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200