დამასკოში ტერაქტს 14 სამხედრო ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 20.10.2021
- 12:54
სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა სირიის დედაქალაქ დამასკოში ავტობუსის აფეთქების შედეგად. ავტობუსს სამხედროები გადაჰყავდა. იუწყება სააგენტო SANA.
აფეთქება რაისის ხიდთან მოხდა. ტერორისტებმა ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს.
ამ მომენეტისთვის ტერაქტზე პასუხისგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია.