primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქედის მუნიციპალიტეტში ბუტიკ სასტუმრო გაიხსნა

  • ეკონომიკა
  • 20.10.2021
  • 17:44
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქედის მუნიციპალიტეტში ბუტიკ სასტუმრო გაიხსნა

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის საიმედო პარტიორი, პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით ქედის რაიონში, მერისის თემში, "ეკო ჰაუს მერისმა" კოტეჯები მოაწყო. პროექტის ჯამური ღირებულება 900,000 ლარს უტოლდება, საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი 200,000 ლარია.

"ეკო ჰაუს მერისი" მაღალმთიან აჭარაში, ბათუმიდან 50 კმ. მოშორებით მდებარეობს. ბუტიკ სასტუმრო ამჟამად ინდივიდუალურ (2 ადგილიან) და უნივერსალ (4-6 ადგილიან) 6 კოტეჯს აერთიანებს და 20-30 სტუმრის მიღებას უზრუნველყოფს.

"საკუთარი ხარჯებით ავაშენეთ და გავხსენით პირველი კოტეჯი. მან გამოიწვია დიდი გამოხმაურება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი ბიზნესის გაფართოების მიზნით კი, მივმართეთ საქართველოს ბანკს. სესხისა და რეინვესტირებული ფულადი სახსრების დახმარებით შევძელით კიდევ 4 კოტეჯის აშენება. კოტეჯებიდან მიღებულ მთლიან შემოსავალს მივმართავდით სასტუმროს განვითარებაში და ამის წყალობით ჩვენ შევძელით მეტი კოტეჯების და რესტორნის აშენება” , - ამბობს ლარისა გავრილიუკ "ეკო ჰაუს მერისის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. "ეს პროექტი, რომელმაც ახალი ტენდენცია შექმნა საქართველოს სასტუმრო ბიზნესსა და ტურიზმში, არ განხორციელდებოდა საქართველოს ბანკის დახმარების გარეშე. უკვე ბევრი მიმდევარი გვყავს და ბევრი აშენებს მსგავს კოტეჯებს მთებში, მთელს ქვეყანაში. საქართველოს ბანკმა საკუთარი წვლილი შეიტანა არამხოლოდ ჩვენი ბიზნესის, არამედ ტურიზმის განახლებაში კოვიდის რთულ პერიოდში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბანკს იმისთვის, რომ თავიდანვე გვენდო და ირწმუნა ჩვენი იდეის და სულ მზად არის დახმარებისთვის", - განაცხადა ლარისა გავრილიუკმა.

კოტეჯებისა და რესტორნის საინტერესო დიზაინი იდეალურად ერწყმის მთის ულამაზეს პანორამულ ხედებს. მისულ სტუმრებს განსატვირთად, ღია ვერანდაზე მოწყობილი ჯაკუზები და ჰამაკებიც დახვდებათ.

"ჩვენს საქმიანობაში ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული. სამომავლოდ, ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოებას ვაპირებთ, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ვგეგმავთ", - დასძენს დამფუძნებელი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge