png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის, ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 20.10.2021
  • 19:46
ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის, ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას - ირაკლი ღარიბაშვილი

მე გუშინ ვთქვი, არც ფოტიგა, არც კუბილიუსი ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს წარმოადგენენ, ევროპარლამენტში არის 700 დეპუტატი და ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის, მე ერთი მინდა ვუთხრა, ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას, ამ ქვეყანაში კანონის და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება, ეს ყველამ გაითვალისწინოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რუსთავში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ჩვეულებრივი მანიპულაციები, რომ არჩევნებამდე შეიქმნას განცდა, თითქოს რაღაც ზედმეტი ყურადღება არის ევროპარლამენტიდან.

„მე მინდა ასევე შევახსენო მათ შორის თქვენს მიერ ჩამოთვლილ რამდენიმე ევროპარლამენტარს, რომლებიც კარგად ვიცით, რომ პირადი ნაცნობობა და მეგობრობა აქვთ სააკაშვილთან. აღარ მინდა გავაგრძელო, ერთ-ერთი, ვინც აქტიურობს, ბატონი გლუკსმანი იყო ეკა ზღულაძის მეუღლე, ვანო მერაბიშვილის მოადგილის მეუღლე, სააკაშვილის მრჩეველი იყო და ჩართლი იყო მთელი ამ დიქტატორული რეჟიმის მშენებლობაში. დღეს ეს ადამიანი, რომელიც აქ იყო მთელი ის პერიოდი, როცა ქვეყანაში ტერორი მძვინვარებდა, ძალადობა და უბედურება, წამება ციხეებში, ადამიანების გაუპატიურება, ხოცვა, ეს ადამიანი დღეს ჩვენ ჭკუას გვასწავლის და რა კომენტარს მთხოვთ, ვერ გავიგე. ვინ არის საერთოდ ფოტიგა, რატომ ბედავენ ამდენს? მინდა, ერთი რამ გითხრათ, ეს არის ჩვეულებრივი მანიპულაციები, რომ არჩევნებამდე შექმნან განცდა, თითქოს რაღაც ზედმეტი ყურადღება არის ევროპარლამენტიდან თუ ა.შ. სააკაშვილს დღეს პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა. კაცი, რომელიც დღეს გამოდიოდა, თითქოს ჩამოვიდა შეწირული, თითქოს, თავისი ჭკუით და გადმოცემით თავდადების მაგალითი დააფიქსირა, შემოვიდა მალულად, ქურდულად შემოიპარა, კონტრაბანდის გზით. ჩვენ კონტრაბანდას ვებრძვით და ამ დროს კაცი, რომელიც იყო ქვეყნის პრეზიდენტი, შემოვიდა ასე მალულად. ამაზე მეტად სამარცხვინო საქციელი რა შეიძლება ჩაიდინოს კაცმა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო 9 წელი? ეს ერთი და მეორე ის, რომ ეს არის ღიად დეკლარირებული ახალი კანონდარღვევა, საზღვრის უკანონო კვეთა, რაზეც, მოგეხსენებათ, პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა. ეს, რა თქმა უნდა, პროკურატურის პრეროგატივაა, მაგრამ მე მაგალითისთვის შევახსენებ, მათ შორის თქვენს რამდენიმე ევროპარლამენტარს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge