მარნეულის ბაზარში ხანძარი გაჩნდა
- საზოგადოება
- 21.10.2021
- 11:09
მარნეულის ბაზარში ხანძარი გუშინ, 20 ოქტომბრის საღამოს გაჩნდა. დაიწვა რამდენიმე მაღაზია. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობა მალევე მოხერხდა, დაშავებული არავინაა.
დამწვარია დაახლოებით 70 კვადრატული მეტრის ტერიტორია, სადაც 10-მდე მაღაზია იყო. ადგილობრივების ცნობით, დამწვარია ჭურჭლისა და საქორწინო აქსესუარების მაღაზიები.
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ფოტო: "ნეტგაზეთი"
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200