54 ადამიანი ემსხვერპლა წყალდიდობას ინდოეთში
- მსოფლიო
- 21.10.2021
- 13:42
სულ მცირე 54 ადამიანი დაიღუპა ინდოეთში, ძლიერი წყალდიდობის შედეგად. სტიქია თავს უთარაქჰანდის შტატის ჩრდილოეთ ნაწილს დაატყდა. უგზოუკვლოდ დაკარგულია კიდევ 5 ადამიანი.
წყალდიდობა გადაუღებელმა წვიმებმა და მეწყერმა გამოიწვია. რამდენიმე დასახლებული პუნქტი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.
ინდოელი მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმები კიდევ რამდენიმე დღეს გაგრელდება და მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.