png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ოცივე მუნიციპალიტეტში უნდა გავიმარჯვოთ დიდი სხვაობით. ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია, იმისთვის, რომ ქვეყანამ დაისვენოს - ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 21.10.2021
  • 14:20
ოცივე მუნიციპალიტეტში უნდა გავიმარჯვოთ დიდი სხვაობით. ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია, იმისთვის, რომ ქვეყანამ დაისვენოს - ღარიბაშვილი

დღეს ჩამოვედით სამეგრელოში და ვხვდებით ჩვენს პარტიას, შტაბებს. მაქსიმალური მობილიზება გვაქვს გამოცხადებული, იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც გაიმართება მეორე ტურები, მოვიგოთ დამაჯერებლად და დიდი სხვაობით. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოცივე მუნიციპალიტეტში გამარჯვებაა მთავარი მოტივაცია, იმისთვის, რომ ქვეყანამ დაისვენოს, დამშვიდდეს და გადავიდეს რეალურად განვითარებასა და პროგრესზე.

"ძალიან კარგი განწყობაა. აქ, მარტვილში, ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავს, ბატონი თორნიკე ჯანაშია, უწესიერესი კაცი, ძალიან კარგი კვალიფიკაციით, განათლებით, გამოცდილებით. და ვინ უპირისპირდება დღეს თორნიკე ჯანაშიას, სააკაშვილის, ამ მთავარი დამნაშავის დაცვის უფროსი, თემურ ჯანაშია. საერთოდ გაუგებარია, რა უნდა საერთოდ ამ კაცს, რატომ მოდის მარტვილში, რა განზრახვით, რა მოტივაციით, რა გაუკეთებია საერთოდ მარტვილისთვის, იცნობს თუ არა საერთოდ მარტვილს და ამ დროს, მეორე მხარეს არის და მარტვილელებს ეყოლებათ თავისი ღირსეული წარმომადგენელი, ღირსეული მერი თორნიკე ჯანაშია, რომელიც მოემსახურება ჩვენს ამ ულამაზეს მუნიციპალიტეტს, მარტვილს და მარტვილელებს. ასე რომ, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გაიმარჯვებს თორნიკე ჯანაშია. ყველა მუნიციპალიტეტში, ოცივეში უნდა გავიმარჯვოთ დიდი სხვაობით. ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია, იმისთვის, რომ ქვეყანამ დაისვენოს, დამშვიდდეს და გადავიდეს რეალურად განვითარებასა და პროგრესზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge