png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სააკაშვილის მმართველობა არ და ვერ დაბრუნდება ვერსად, არათუ ქვეყანაში, არამედ ვერც ერთ მუნიციპალიტეტში - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 21.10.2021
  • 16:00
სააკაშვილის მმართველობა არ და ვერ დაბრუნდება ვერსად, არათუ ქვეყანაში, არამედ ვერც ერთ მუნიციპალიტეტში - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, შევხვდით ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, შტაბთან გავმართეთ შეხვედრა, ძალიან ძლიერი განწყობაა, რა თქმა უნდა, ვემზადებით გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ჩხოროწყუში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჩხოროწყუში მეორე ტური დაინიშნა და მმართველი გუნდის ღირსეული კანდიდატი დავით გოგუა ღირსეულად გაიმარჯვებს.

„ჩვენ გვყავს უწესიერესი კაცი, რომელიც 8 წელი ემსახურა ჩხოროწყუს და ჩხოროწყუელებს და მჯერა, იგი გააგრძელებს ძალიან ღირსეულად თავისი მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის ღირსეულად მსახურებას. მას უპირისპირდება ყველაზე კრიმინალური, მძიმე დანაშაულების ჩამდენი ორგანიზაციის წარმომადგენელი. მინდა, ჩვენს მოსახლეობას შევახსენო და განსაკუთრებით სამეგრელოში, კარგად გახსოვთ, რა ვითარებაში უწევდა ჩვენს მოსახლეობას ყოველდღიური ცხოვრება სააკაშვილის მმართველობის დროს. მისი წარმომადგენლების, ახალაიების, ქარდავების, კოდუების თუ სხვა სადისტების მმართველობის პერიოდი ჩვენ კარგად გვახსოვს, ახსოვს ყველა მეგრელს, სამეგრელოს ყველა მკვიდრს. რა თქმა უნდა, სააკაშვილის მმართველობა არ დაბრუნდება და ვერ დაბრუნდება ვერსად, არათუ ქვეყანაში, არამედ ვერც ერთ მუნიციპალიტეტში, იმიტომ რომ ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ხალხი არის ბრძენი  და ჩვენი ხალხი ყოველთვის გააკეთებს სწორ არჩევანს. ჩვენ ამ არჩევნებს ჩავატარებთ მაქსიმალურად გამჭვირვალედ, მშვიდ, კონკურენტულ ვითარებაში იმისთვის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს არც ერთ დამკვირვებელს და არც ერთი კითხვა არ დაისვას ზოგადად. ეს არის ჩვენი მოტივაცია და ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარებთ",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge