png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერად, შესაძლოა, დეკემბრის დასაწყისში აირჩიონ

  • მსოფლიო
  • 21.10.2021
  • 21:36
ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერად, შესაძლოა, დეკემბრის დასაწყისში აირჩიონ

გერმანიაში სოციალ-დემოკრატები, თავისუფალი დემოკრატები და „მწვანეები“ გეგმავენ სწრაფად ჩამოაყალიბონ ახალი მთავრობა. დეკემბრის მეორე კვირას, 6 დეკემბრის შემდეგ გერმანიის ახალ კანცლერად შესაძლოა, აირჩიონ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, ფინანსთა  ახლანდელი მინისტრი ოლაფ შოლცი. ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატებისა და სოციალ-დემოკრატების გენერალურმა მდივნებმა ფოლკერ ვისინგმა და ლარს კლინგბაილმა განაცხადეს ბერლინში კოალიციური მთავრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისას.

ლარს კლინგბაილის თქმით, 27 ოქტომბერს მუშაობას დაიწყებენ სამი პარტიის სამუშაო ჯგუფები. 10 ნოემბრისთვის ისინი შეათანხმებენ პოზიციებს, რომლებზეც შემდეგ იმსჯელებენ ძირითად მოლაპარაკებების ჯგუფებში. კოალიციური შეთანხმების დეტალები შეთანხმდება 22 სამუშაო ჯგუფის პოლიტიკოსებთან.

ვისინგის თქმით, ნოემბრის ბოლოს უკვე მზად უნდა იყოს კოალიციური შეთანხმება, ერთი კვირის თავზე კი 6 დეკემბრიდან ბუნდესტაგში, შესაძლოა, აირჩიონ ახალი ფედერალური კანცლერი და ჩამოყალიბდეს ახალი მთავრობა. ამ შემთხვევაში, ახლანდელი ვიცე-კანცლერი და ფინანსთა მინისტრი შოლცი ანგელა მერკელის მემკვიდრე გახდება, რომელიც გერმანიას 2005 წლიდან მართავს.

გერმანიაში 26 სექტემბერს ჩატარდა მორიგი საპარლამენტო არჩევნები. მცირე სხვაობით გაიმარჯვა გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ. მან ხმათა 25,7 პროცენტი მოაგროვა. მისმა უახლოესმა მეტოქემ ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისა და ქრისტიანთა კავშირის ბლოკმა ამომრჩეველთა ხმების 24,1 პროცენტი მოაგროვა. „მწვანეების“ პარტიამ ხმების 14,8 პროცენტი მიიღო.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge