png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დედაქალაქის მერმა თბილისის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა

  • საზოგადოება
  • 23.10.2021
  • 15:15
დედაქალაქის მერმა თბილისის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა

დედაქალაქის საკრებულოში 2021 წლის საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიება Covid-19-ის რეგულაციების გათვალისწინებით, სტუმრების შეზღუდული რაოდენობით ჩატარდა და ფართო საზოგადოებისთვის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით და სოციალური ქსელის ვიდეოჩართვით გადაიცა.

დაჯილდოების წინ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

"როგორც წესი, მთელი დედაქალაქი განსაკუთრებულად ელოდება თბილისობას, ზეიმსა და მხიარულებას, რომელიც თბილისში უყრის თავს მთელ საქართველოს, ჩვენს ხალხს და უცხოელ სტუმრებს. მართლაც არაფერი სჯობს შემოდგომის ამ საყოველთაო ზეიმს და მხიარულებას.

თუმცა, ყველაფერი უფერულდება, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება! თბილისში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა სოლიდარობის ცნებას, ერთმანეთის ტკივილის გაზიარებას და როდესაც ბათუმში დატრიალებულ უმძიმეს ტრაგედიას მთელი ქვეყანა ვგლოვობთ, არ შეგვეძლო არ მიგვეღო გადაწყვეტილება თბილისობასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების გაუქმებასთან და ამისთვის განკუთვნილი სახსრების დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.

ამიტომ, წელს მხოლოდ ერთი გამორჩეული ტრადიციით შემოიფარგლება თბილისობის ღონისძიება და ეს ღვაწლმოსილი, გამორჩეული ადამიანებისთვის საპატიო თბილისელის წოდების მინიჭებაა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, საპატიო თბილისელის სტატუსის მინიჭება არის ამ ადამიანების მიერ თბილისის წინაშე გაწეული ღვაწლის მინიმალურად დაფასება.

"ამ ქალაქს, მის მრავალფეროვნებას, ღირებულებებს, ტრადიციებსა და კულტურას აქ მცხოვრები ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ და დღემდე ქმნიან, ზოგიერთ მათგანს კი ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება და ღვაწლი აქვს.

თბილისს უამრავი საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, ხელოვანი, სპორტსმენი თუ ექიმი აღუზრდია, თბილისში ბევრი ისეთი პროფესიის ადამიანიც ცხოვრობს, რომლის საქმიანობაც, ერთი შეხედვით, უშუალოდ თითქოს არ უნდა იყოს დაკავშირებული ადამიანების გადარჩენასთან, დახმარებასთან, ან რაიმე სხვა განსაკუთრებული ნიშნით გამორჩევასთან, თუმცა თბილისმა ყველას გვასწავლა, რომ პროფესია კი არ გამოარჩევს ადამიანს, არამედ ადამიანი გამოარჩევს პროფესიას, თავისი გულწრფელი, უანგარო, საკუთარი ხალხის, ქვეყნის და ქალაქისადმი სიყვარულით აღსავსე ქმედებებით და ცხოვრების წესით.

დღეს, გვსურს ჩვენი ქალაქისთვის საყვარელ, დასაფასებელ და საპატიო ადამიანებს ოფიციალურად მივანიჭოთ საპატიო თბილისელის წოდება, რადგან მინიმალურად მაინც დავაფასოთ თბილისის წინაშე გაწეული მათი ღვაწლი", - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge