თურქეთმა ამერიკულ გამანადგურებელ F-16 შესაძენად ტექნიკური პროცედურები დაიწყო
- მსოფლიო
- 23.10.2021
- 15:37
თურქეთმა ამერიკულ ავიაგამანადგურებელ F-16 შესაძენად ტექნიკური პროცედურები დაიწყო. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა.
„ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესებს. თურქეთის გაძლიერება ნიშნავს ნატო-ს თავდაცვის გაძლიერებასაც“, - განაცხადა მინისტრმა.
აკარმა აღნიშნა, რომ მოდერნიზაციას მოითხოვს თურქეთის არმიის შეიარაღებაში არსებული F-16 ტიპის თვითმფრინავები.
„ჩვენ ველით აშშ-სგან, როგორც მოკავშირესა და მეგობრისგან, არამხოლოდ 70 Viper F-16-ის მოწოდებას, არამედ თურქეთში არსებული სამხედრო თვითმფრინავების მოდერნიზაციაში წვილილის შეტანასაც“, - აღნიშნა აკარმა.
როგორც რეჯებ თაიფ ერდოღანმა ადრე განაცხადა, ვაშინგტონმა ანკარას შესთავაზა ამ თვითმფრინავების შეძენა, მას შემდეგ რაც თურქეთი F-35-ის მიწოდების პროგრამიდან ამოიღო.
თავდაპირველად, თურქეთმა აიღო პასუხისმგებლობა 100 F-35-ის შეძენაზე, მაგრამ იმის გამო, რომ მან შეთანხმება დადო რუსეთთან ჰაერსაწინააღმდეგი თავდაცვის სისტემების С-400-ის შესყიდვაზე, აშშ-მა გააუქმა ერთობლივი მემორანდუმი.