png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია, რომ ციხიდან ვიღაცამ გამოიხსნას - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 25.10.2021
  • 16:38
რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია, რომ ციხიდან ვიღაცამ გამოიხსნას - ირაკლი კობახიძე

რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია, რომ ვიღაცამ სადღაც ციხიდან გამოიხსნას?, - ასე უპასუხა" ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა გამოთქმულ მოსაზრებას, რომ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისას, მას მხარდამჭერები გამოიხსნიდნენ.

"არ ვიცი, მე ასეთი განცხადება არ მახსოვს, რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია, რომ ვიღაცამ სადღაც ციხიდან გამოიხსნას? მარტივად, მთავარია ადამიანის უფლებების დაცვა და იმ რეგულაციების დაცვა. პატიმარი შიმშილობაზეა პასუხისმგებელი, შემდგომ გართულებაზე პასუხისმგებელია იუსტიციის სამინისტრო და შესაბამისი რეაგირება ექნება", - თქვა კობახიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში პატიმრის უფლებები უნდა იყოს დაცული იმ საერთო სტანდარტის შესაბამისად, რომელიც სხვა პატიმრებზე ვრცელდება.

„1000-მა პატიმარმა უცბად რომ გამოაცხადოს შიმშილობა, ყველას სამოქალაქო საავადმყოფოში ვერ გადაიყვან. არის სათანადო პირობები იმისთვის, რომ პატიმარმა გაიაროს ყველა პროცედურა, თუ მას გადაწყვეტილი აქვს იშიმშილოს. აქედან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად იქნება ის მოპყრობა, რასაც მიჩვეული არიან ჩვენი პატიმრები 2012 წლის შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ, როგორი იყო ციხე 2012 წლამდე და დღეს და ხედავთ, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტების კუთხით გვაქვს ფუნდამენტური ცვლილება.

მადლობა ღმერთს, მიხეილ სააკაშვილს არ უწევს იმ ციხის გამოვლა, რომელიც მან გამოატარა ათიათასობით პატიმარს. დღეს გვაქვს სრულიად სხვა სტანდარტის ციხე. ადამიანის უფლებები არის დაცული და რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების მოპყრობა მომავალშიც შესაბამისად გაგრძელდება“, - დასძინა კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge