კახეთში ცოლ-ქმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ
- სამართალი
- 09.02.2016
- 14:45
თელავში ვახტანგიშვილების ოჯახი დააყაჩაღეს - არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი სახლიდან ძვირფასეულობა და გარკვეული რაოდენობის თანხა წაიღეს.
როგორც მეზობლები ამბობენ, ხნიერი ქალბატონი მძარცველებმა დააბეს და მას ძირითადი დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. მეუღლეს კი ამ ინციდენტის შედეგად ინსულტი განუვითარდა.
პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია. მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200