კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი - ნინო ლომჯარია
- კომენტარები
- 25.10.2021
- 22:52
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში ხელისუფლების წარმომადგენლების დღევანდელ განცხადებებს ეხმიანება.
„დღის ბოლოს, მოკლედ რომ შევაჯამო განვითარებული მოვლენები:
სახალხო დამცველმა აიღო ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს ისეთ კლინიკაში, სადაც იქნება მრტ, კტ, დუპლერ სკანირების აპარატი;
ექსპერტები წავიდნენ ციხის საავადმყოფოში და შეამოწმეს, იყო თუ არა ადგილზე აღნიშნული აპარატურა;
აღმოჩნდა, რომ არ იყო, რის შესახებაც საჯაროდ დავწერეთ;
ამას მოყვა შემდეგი რეაქციები:
დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი არის პოლიტიკურად მიკერძოებული;
ბ-ნმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღარ დაუშვებენ, რომ სახალხო დამცველი აღარ იყოს პარტიის კონტროლის ქვეშ;
დედაქალაქის მერმა ნერვიულად გადაიხარხარა…
რა შეიძლება ვთქვა? კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი…“, – წერს ნინო ლომჯარია „ფეისბუქზე“