png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თსუ-ში "საქართველოს ფოსტის" მხარდაჭერით გამოცემული დანტე ალიგიერის საიუბილეო მარკის პრეზენტაცია გაიმართა

  • საზოგადოება
  • 28.10.2021
  • 13:12
 თსუ-ში "საქართველოს ფოსტის" მხარდაჭერით გამოცემული დანტე ალიგიერის საიუბილეო მარკის პრეზენტაცია გაიმართა

მიმდინარე წელს, მსოფლიო საზოგადოება, გენიალური იტალიელის, უზენაეს პოეტად აღიარებული დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 27 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით, დანტე ალიგიერის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა. 

დანტე ალიგიერის საფოსტო მარკა გამოიცა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივითა და "საქართველოს ფოსტის" მხარდაჭერით. მარკაზე ასახულია სერგო ქობულაძის მიერ შესრულებული პოეტის გრაფიკული გამოსახულებაა.

პრეზენტაციაზე "საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორის ლევან ჩიკვაიძის გარდა, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე.

ასევე, ღონისძიებაზე გაიმართა დანტეს "ახალი ცხოვრების" ორენოვანი ქართულ-იტალიური საიუბილეო გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოში იტალიის საილჩოს ხელშეწყობითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიქმნა.

მნიშვნელოვანია, რომ მარკა ხელმისაწვდომია "საქართველოს ფოსტის" 81 სერვისცენტრში, საქართველოს მასშტაბით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge