primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

მამუკა ბერძენიშვილი: ირანიდან ტურისტების კლებადი სტატისტიკა გვქონდა, რაც ვფიქრობ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ გამოსწორდება

  • ეკონომიკა
  • 09.02.2016
  • 15:34
მამუკა ბერძენიშვილი: ირანიდან ტურისტების კლებადი სტატისტიკა გვქონდა, რაც ვფიქრობ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ გამოსწორდება

ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ ტურისტების ზრდას ელიან აჭარაშიც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ ირანში რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა აქტიობები დაიგეგმოს.

„მინდა ავღნიშნო, რომ ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ერთმნიშვნელოვნად დადებითი ფაქტია. ეს პირველ რიგში ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში და მით უფრო აჭარაში ირანელი ტურისტების მატებას.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში ამ მხრივ კლებადი სტატისტიკა გვქონდა, რაც ვფიქრობ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ გამოსწორდება.

2011 წელს, რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, ჩვენ მონაწილეობას ვღებულობდით ირანში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში და აჭარის დელეგაციაც იმყოფებოდა ირანში საქმიანი ვიზიტებით. სამომავლოდ არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ ისევ დავგეგმოთ აქტივობები ირანში რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით და დავიწყოთ ზრუნვა ამ ტურისტული ბაზრის ათვისებაზეც“, განაცხადა მამუკა ბერძენიშვილმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში, განთავსების ობიექტების მიერ მოწოდებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით, განმარტავენ, რომ 2015 წელს ირანიდან აჭარაში 1  828 ვიზიტორი იმყოფებოდა, 2014 წელს კი - 9  514 ვიზიტორი. შესაბამისად 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, აჭარაში განთავსების ობიექტებში ირანელ ვიზიტორთა რაოდენობა 81 %-ით შემცირდა. 2013 წლის მონაცემებით, აჭარის განთავსების ობიექტების მომსახურებით 18 559 ირანელმა ვიზიტორმა ისარგებლა, შესაბამისად 2014 წელს 2013 წელთან შედარებით ირანელ ტურისტთა მაჩვენებელი 49 %-ითა შემცირებული.

შეგახსენებთ, რომ ქართული მხარის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის. გიორგი კვირიკაშვილმა და ჰასან რუჰანიმ ისაუბრეს ქართველი და ირანელი ხალხის მჭიდრო კულტურულ ურთიერთობებზე.

საუბრისას გამოითქვა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ქართული მხარე გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაში გამოიხატება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge