png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველო აუცილებლად განთავისუფლდება ნეოსაბჭოთა-ნეობოლშევიკური საეკლესიო და საერო მმართველობიდან - მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ღარიბაშვილს

  • საზოგადოება
  • 29.10.2021
  • 12:24
საქართველო აუცილებლად განთავისუფლდება ნეოსაბჭოთა-ნეობოლშევიკური საეკლესიო და საერო მმართველობიდან - მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ღარიბაშვილს

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეკლესიის მდგომარეობაზე საუბრობს.

მეუფე პეტრეს წერილს მარტვილის დედათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, იღუმენია თამარა გამყრელიძე ავრცელებს:

"ბატონო პრემიერო, ტყუილად იბრალებთ, რომ რაიმე გაგეგებათ ეკლესიურობის,ზოგადად ქრისტიანობის, მართლმადიდებლობის და სახელმწიფოებრიობის. ორგზის პრემიერ-მინისტრობით სამწუხაროდ ვერ გასცდით ორღობის ჭორიკანა დედაკაცის შეგნებას.

თქვენ ეკლესიის მხოლოდ უახლესი ისტორიის როლს ხედავთ, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ეპოქისას, რომელიც ემსახურებოდა და თანამშრომლობდა ათეისტ ხელისუფლებასთან და რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა კანონიერი და ეროვნული ხელისუფლების დამხობაში საბჭოთა პატრიარქ ილიას ხელმძღვანელობით,  რომელიც დღემდე კრემლის მე -5 კოლონას წარმოადგენს და თქვენი მავნებელი მმართველობის ამაო დასაყრდენს. თქვენზეა ნათქვამი გენიალური ქართული ანდაზა: “წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო”.

ეკლესიის როლი და მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საკითხში ესმოდა წმ. მეფე დავით აღმაშენებელს, რომელმაც რუის-ურბნისის საეკლესიო კრება ჩაატარა, რომელიც იყო რჯულის კანონის უზენაესობის გარანტი სახელმწიფოში და რომელმაც პატრიარქ ილია მეორის მსგავსი მამათმავალი და ზნედაცემული იერარქებისაგან მოახდინა ეკლესიის გაწმენდა და გაჯანსაღება. ეკლესიის როლი ესმოდა წმ მეფე თამარს, რომელმაც საეკლესიო კრება მოიწვია მოწოდებით: “ მხილება ჩემგან დაიწყეთ...”

ეკლესიის როლი კარგად იცოდა მართლმადიდებლური შეგნების საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, რომელიც თქვენს მსგავსად ეკლესიის უზნეობათა კრებსეს კი არ აგროვებდა სასულიერო პირების კომპრომატირებისთვის, არამედ ამხელდა ეკლესიაში სუკის აგენტებს, ქვაბავაზაკებს და საუბრობდა ახალი რუის ურბნისის საეკლესიო კრების მოწვევის აუცილებლობაზე, ლექსიც კი მიუძღვნა საბჭოთა, ცრუ პატრიარქს.

სამარცხვინოა, როცა ამტკიცებთ იმას და ჭორიკნობთ იმაზე რაც არ იცით და არც გაგეგებათ. თქვენზეა ამხდარი ებრაული რისხვა:“ შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო...”

ღვთის შეწევნითა და ქართველი ერის ერთსულოვნებით საქართველო აუცილებლად განთავისუფლდება ნეოსაბჭოთა-ნეობოლშევიკური საეკლესიო და საერო მმართველობიდან. ისტორია ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს, რასაც სულგრძელად ველოდებით.

“გარდმოიხილე ზეცით ღმერთო, იხილე და მოხედე ვენახსა ამას… " ამინ!"“

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge