png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნიკა გვარამია "იფსოსს" შესაძლო კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ "მთავარი არხი" კომპანიასთან თანამშრომლობას წყვეტს

  • საზოგადოება
  • 29.10.2021
  • 14:58
ნიკა გვარამია "იფსოსს" შესაძლო კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ "მთავარი არხი" კომპანიასთან თანამშრომლობას წყვეტს

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კომპანია „იფსოსს“ შესაძლო კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს და თანამშრომლობას წყვეტს.

მისი თქმით, მნიშვნელოვან ეჭვს ბადებს და სრულიად გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია მთავარი პარტნიორი კომპანიის პოზიციის თაობაზე ინფორმაციას იღებს „ქართული ოცნების“ ბრიფინგიდან.

„რუსული ყაიდის ოლიგარქიულ ქვეყანაში, რთული არაა იმის წარმოდგენა, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ გამოვთქვამთ საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას. ბოლო საათებში ჩვენ ინტენსიურად ვიკვლევდით ამ საკითხს და მოვიპოვეთ კონკრეტული ინფორმაცია, დავადგინეთ პირი, რომელიც მთავარი ფიგურანტია ამ სიყალბეში და ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია კონკრეტული მიზეზიც, რამაც განაპირობა ეს არაკეთიოსინდისიერი ქმედება.

„მთავარი არხი“ მიიჩნევს, რომ ამ მკაფიოდ არაპარტნიორული და უკიდურესად საეჭვო საქციელით, კომპანია „იფსოსმა “მოახდინა საკუთარი თავის აღუდგენელი დისკრედიტაცია. რეპუტაციაშელახული კომპანია კი ვეღარ იქნება ჩვენთვის სანდო და საიმედო პარტნიორი. მით უფრო, ქვეყნისთვის ამ ეგზისტენციალური მნიშვნელობის არჩევნების დროს და, მით უფრო, როცა ვსაუბრობთ ეგზიტპოლზე.

ბოდიშს ვუხდით „იფსოსის“ ყველა კეთილსინდისიერ და უაღრესად კომპეტენტურ თანამშრომლებს, ვისთანაც თანამშრომლობა ჩვენთვის დიდი პატივი და უკიდურესად ეფექტიანი იყო. თუმცა, ვწუხვართ, რომ მათ ვერ შეძლეს ამ ტიპის ქმედებების შეჩერება და, მათ შორის, საკუთარი კომპანიის რეპუტაციის დაცვა არაკეთილსინდისიერი პირებისგან.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ ვწყვეტთ პარტნიორობას კომპანია „იფსოსთან“ და ის აღარ ჩაატარებს ეგზიტპოლს მთავარი არხის სახელით.

სამწუხაროდ, ვაცნობიერებთ, რომ ეს სიყალბე სწორედ იმიტომაა ჩადენილი, რომ ჩვენი ეგზიტპოლი ჩაშლილიყო და აღარ არსებობდეს გაყალბების პრევენციის მთავარი მექანიზმი.

სამწუხაროდ, ისიც უნდა ითქვას, რომ პრაქტიკულად წარმოუდგენელია 2 დღეში ახალი მკვლევარი ორგანიზაციის დაკონტრაქტება. ეს კი მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია და სწორედ ამ მიზეზით მივიღეთ დივერსია არჩევნებამდე ერთი დღით ადრე. მიუხედავად ამისა, ვაცნობიერებთ რა, რომ „იფსოსის“ ამგვარმა მოქმედებამ საფრთხის წინაშე დააყენა ქართული დემოკრატია, ინტენსიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე, რათა ხვალ, არჩევნებზე, მაინც შევძლოთ ეგზიტპოლის ჩატარება.

„მთავარი არხი“ აცხადებს, რომ კომპანია „იფსოსის“ ამგვარი არაკეთილსინდისიერი და არაპარტნიორული ქმედებები გასაჩივრდება კონტრაქტით დადგენილი საარბიტრაჟო წესით, სადაც ჩვენ არა მხოლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას მოვითხოვთ, არამედ რეპუტაციული ზიანის ანაზღაურებას და ეგზიტპოლის გაუქმებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც.

„მთავარი არხი“ ასევე მიმართავს შესაბამისი ქვეყნის საგამოძიებო ორგანოებს, მისი კონკრეტული მოქალაქის ქმედებებში შესაძლო კორუფციული დანაშაულის ნიშნების მოკვლევის დაწყების თაობაზე და ასევე მის ტერიტორიაზე ჩადენილ კორუფციულ გარიგებაში საქართველოს მოქალაქის შესაძლო მონაწილეობის შესახებ.

„მთავარი არხი“ ასევე მოახდენს ყველა პარტნიორი ტელევიზიის, საერთაშორისო მედია და უფლებადაცვითი ორგანიზაციების, ასევე ქვეყნის შიგნით „იფსოსის“ მომსახურებით მოსარგებლე კერძო კომპანიების ინფორმირებას „იფსოსის“ არასაიმედოობის, არაკეთილსინდისიერებისა და კორუფციულ გარიგებებში სავარაუდო მონაწილეობის თაობაზე“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა 28 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხისა“ და კომპანია „იფსოსის“ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული მონაცემები ზუგდიდში მერის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ერთმანეთს არ ემთხვევა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge