png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ძალიან სასიხარულოა, რომ კოალიციური კანდიდატი იმარჯვებს თბილისში, იმისათვის, რომ განმტკიცდეს ეს გამარჯვება აუცილებელია თანამოქალაქეების მისვლა არჩევნებზე - ბადრი ჯაფარიძე

  • პოლიტიკა
  • 30.10.2021
  • 18:06
ძალიან სასიხარულოა, რომ  კოალიციური კანდიდატი იმარჯვებს თბილისში, იმისათვის, რომ განმტკიცდეს ეს გამარჯვება აუცილებელია თანამოქალაქეების მისვლა არჩევნებზე - ბადრი ჯაფარიძე

"ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ცდილობენ ხელი შეუშალონ მიმდინარე პროცესს, სწორედ ამიტომ ამ ყველაფერს ამომრჩეველმა უნდა დაუპირისპიროს მაღალი აქტივობა იმისათვის, რომ გამარჯვება იყოს მყარი, დიდი სხვაობით. ბადრი ჯაფარიძის თქმით "ქართულ ოცნებას" არ უნდა მიეცეს საშუალება კვლავ შეცვალოს ქართველი ხალხის ნება და გააყალბოს არჩევნები.

"61-ე სკოლაში იყო ფაქტი ბიულეტენების ჩაყრის, ასევე, ისანში 71-ე უბანზე, შესაბამისად, შედგენილია ოქმები, მობილიზებულია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დიდი არმია, რომლებიც ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ და აქტიურად გადაადგილდებიან სამგორის რაიონში, ამ ყველაფერს ჩვენ ახლა უნდა დავუპირისპიროთ მაღალი აქტოვობა ჩვენი თანამოქალაქეების, რომ გამარჯვება იყოს მყარი, დიდი სხვაობით, რათა „ქართულ ოცნებას“ არ მივცეთ საშუალება ქართველი ხალხის ნება კვლავ შეეცადოს, რომ შეცვალოს და გააყალბოს. " - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი თქმით, აქტივობა თბილისში ახლა ოდნავ უფრო მაღალია  ვიდრე პირველ ტურში.

"ამ დროისათვის თბილისში აქტივობა არის იმაზე ოდნავ მაღალი ვიდრე პირველ ტურში. ძალიან სასიხარულოა, რომ  კოალიციური კანდიდატი იმარჯვებს თბილისში, ეს გამოკვეთილი ტენდენციაა მაგრამ იმისათვის, რომ განმტკიცდეს ეს გამარჯვება აუცილებელია დარჩენილ დროში მოხდეს ჩვენი თანამოქალაქეების მისვლა არჩევნებზე, აუცილებელია მათი აქტივობა, რადგან გამყარდეს კოალიციური კანდიდატის გამარჯვება.
"ქართული ოცნება" სრულად მობილიზებულია, დოლიძის ქუჩაზე უკვე იყო ფაქტი ბიულეტენების ჩაყრის, ასევე, ისანში დაფიქსირდა მსგავსი ფაქტი. შედგენილია ოქმები, მობილიზებულია "ქართული ოცნების" დიდი არმია მხარდაᲛჭერების, რომლებიც ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ და აქტიურად გადაადგილდებიან სამგორის რაინში. ამ ყველაფერს ახლა ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ მაღალი აქტივობა იმისათვის, რომ გამარჯვება იყოს მყარი, დიდი სხვაობით, რათა არ მივცეთ საშუალება "ქართულ ოცნებას" კვლავ შეცვალოს ქართველი ხალხის ნება.

კიდევ ერთხელ, მოგიწოდებთ ყველას გადადეთ საქმე, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრა, ჩვენი ოჯახების, ჩვენი შვილების მომავლის განსაზღვრა, ამიტომ ყველას მოვუწოდებ და ვთხოვ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე, გამოიყენონ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ხმა, რადგან დაიწყოს ქვეყანამ კრიზისიდან გამოსვლა, ჩვენ ხვალიდან გვწონდეს შესაძლებლობა კოალიციური მმართველობის, იმისათვის რომ ჩვენ დავიწყოთ ჩვენი გეგმების განხორციელება და დავინახოთ სხვაობა ერთპარტიულ, ჰეგემანიურ მმართველობასა და მრავალპარტიულ, გამჭირვალე დემოკრატიულ მმართველობას შორის," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge