png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

კვლავ რჩება ორი მუნიციპალიტეტი, სადაც ჩვენი და ოპოზიციური კანდიდატების მონაცემები ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან - მდინარაძე

  • პოლიტიკა
  • 30.10.2021
  • 18:43
კვლავ რჩება ორი მუნიციპალიტეტი, სადაც ჩვენი და ოპოზიციური კანდიდატების მონაცემები ძალიან  ახლოს არის ერთმანეთთან - მდინარაძე

კვლავ რჩება ორი ისეთი მუნიციპალიტეტი, ორი საარჩევნო ოლქი, სადაც ჩვენი კანდიდატის და ოპოზიციური კანდიდატის მონაცემები ძალიან არის ერთმანეთთან მიახლოვებული, - განაცხადა ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ.

"დამატებით მე მინდა ჩვენს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რაც პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, უკვე გაახმოვანა. ეს არის ჩვენი პარტიული აქტივის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, კვლავ რჩება ორი ისეთი მუნიციპალიტეტი, ორი საარჩევნო ოლქი, სადაც ჩვენი კანდიდატის და ოპოზიციური კანდიდატის მონაცემები ძალიან არის ერთმანეთთან მიახლოვებული. აქედან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ამომრჩეველს, მოვუწოდებთ და ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად იაქტიურონ, იმისთვის, რომ აქაც გამოვრციხოთ რევანშისტული ძალის გამარჯვება, თუნდა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ჩვენი და მათი მონაცემები მიახლოებულია ერთმანეთთან" , - თქვა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძეს არ დაუსახელებია ის ოლქები, სადაც მისი თქმით, ოცნების ადა ოპოზიციის კანდიდატების მონაცემები ერთმანეთთან დაახლოებულია.

"მე არცერთ შემთხვევაში, ამ ორი საათის განმავლობაში არ ჩავაყენებ ცუდ და წამგებიან მდგომარეობაში ჩვენს რომელიმე კანდიდატს და რა თქმა უნდა არ დავასახელებ არცერთ მუნიციპალიტეტს, არ დავასახელებ არცერთ მუნიციპალიტეტს, იმიტომ რომ ამით, შეიძლება რაღაც არასახარბიელო, ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო ჩვენი კანდიდატი, ამას მე არ გავაკეთებ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ მართლაც არის ასეთი ორი მუნიციპალიტეტი და ჩვენს ამომრჩეველს მართებს მაქსიმალური აქტიურობა და ამ შემთხვევაში ყველა მუნიციპალიტეტში მივიყვანთ გამარჯვებას ბოლომდე" ,- ამბობს მამუკა მდინარაძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge