png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

გოგი თოფაძის 4 პუნქტიანი შენიშვნა პრეზიდენტს

  • პოლიტიკა
  • 09.02.2016
  • 16:57
გოგი თოფაძის 4 პუნქტიანი შენიშვნა პრეზიდენტს

ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარეს გოგი თოფაძეს საქართველოს პრეზიდენტთან 4 შენიშვნა აქვს. ამასთან დაკავშირებით დეპუტამა დღეს ,,კვირას” პრესკლუბში ისაუბრა.

„ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, ძალიან ბევრი ქვეყნის პირველი პირები ბევრად მკაცრ კრიტიკას იტანენ, იმიტომ რომ ეს დემოკრატიის ნაწილია. მე ერთი სიტყვა, სამედიცინო ტერმინი შემეშალა, მაგრამ სანამ გამოვიდოდი, უკვე იყო ისეთი განწყობა, რომ, რაც უნდა მეთქვა იმ დღეს, უარყოფითად იქნებოდა აღქმული. მე პრეზიდენტს 4 შენიშვნა მივეცი:

  1. ქართველი კაცის საუკეთესო თვისებაა მადლიერების გრძნობა. ის, რომ დღეს პრეზიდენტია, იმის დამსახურებაა, რომ მას კოალიციამ დაუჭირა მხარი, ის კი არჩევიდან ერთ თვეში ოპოზიციაში გადავიდა.
  2. შენიშვნა მივეცი მას იმის გამო, რომ გადავიდა იმ სასახლეში, რომელზეც წინასწარ იძახდა, რომ არ გადავიდოდა, რადგან მისი შენახვა ბიუჯეტს მილიონები უჯდებოდა. ამ განცხადების შემდეგ ის იქ არ უნდა შესულიყო.
  3. ძალიან არ მომეწონა და ჩვენი ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედა იმან, რომ ერთი ქვეყნის 2 ხელმძღვანელი პირი ვერ თანხმდებოდა, ვინ წავიდოდა საზღვარგარეთ ამა თუ იმ ფორუმზე. ეს აქ უნდა გადაწყვეტილიყო. პრეზიდენტს უნდა ახსოვდეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელია და აქ უნდა მოელაპარაკათ და არა იქ, სადაც ყველამ დაინახა, რომ საქართველოში რაღაც არეულობაა. ეს მე პრეზიდენტს დავაბრალე, იმიტომ რომ მას უნდა გადაედგაპირველი ნაბიჯები, რომ შეთანხმებულიყვნენ, იმის მაგივრად, რომ კონფრონტაცია დაეწყოთ ქვეყნის საზიანოდ.
  4. რაც არ უნდა მეთქვა მე იმ დღეს, იმ 15 წუთში ეს უარყოფითად იქნებოდა აღქმული. აჟიტირება იმაზე, რომ მე ერთი სამედიცინო ტერმინი შემეშალა, არ უნდა ყოფილიყო. მე მისი ნაშრომი 2 დღით ადრე მომიტანეს. რომ მცოდნოდა, მას ასე უყვარდა ქართველი ხალხი, ამაზე მის არჩევამდე ვილაპარაკებდი. „დაუნი“ და „დებილი“,- ამაზე იყო აგორებული მთელი თქვენი კამპანია. ზოგი არხი ახმოვანებს ისე, თითქოს მე ბოდიში პრეზიდენტს მოვუხადე. ასე არ იყო, მე ბოდიში მოვუხადე იმ ხალხს, ვის წინაშეც შემეშალა. ვთხოვ პრეზიდენტს, რომ მან თავის „მეცნიერულ ნაშრომში“ ბოდიში მოუხადოს ხალხს. მე ბოდიში მოვუხადე იმ ოჯახებს, იმ ავადმყოფებს, ვისაც ჩემი ნათქვამი შეეხო. ისე, უნდა გითხრათ, რომ დაუნი უფრო მსუბუქი დაავადებაა, ვიდრე დებილობა“,- განაცხადა გოგი თოფაძემ.
 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge