png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

დაშინების, მოსყიდვის, ქურდების, ეპისკოპოსების და ათასი ნაბიჭვრობის მიუხედავად, მსხვილ ქალაქებში, მოქალაქეების ურავლესობამ არსებულ სისტემას უთხრა არა, მაგრამ გვაქვს ამ ნების პოლიტიკურად გაფორმების პრობლემა - ზურა ჯაფარიძე

  • პოლიტიკა
  • 31.10.2021
  • 16:00
დაშინების, მოსყიდვის, ქურდების, ეპისკოპოსების და ათასი ნაბიჭვრობის მიუხედავად, მსხვილ ქალაქებში, მოქალაქეების ურავლესობამ არსებულ სისტემას უთხრა არა, მაგრამ გვაქვს ამ ნების პოლიტიკურად გაფორმების პრობლემა - ზურა ჯაფარიძე

"გუშინ, მსხვილ ქალაქებში, მოქალაქეების ურავლესობამ არსებულ სისტემას უთხრა არა, მაგრამ გვაქვს ამ საკუთარი ნების პოლიტიკურად გაფორმების პრობლემა" - ასე ეხმაურება პარტია გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერი, თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს.

როგორც ჯაფარიძე Facebook-ზე წერს, ამ მოცემულობასთან შეუგუებლობა თავმოყვარეობის და ღირსების საკითხია.

მისივე თქმით, მოსაფიქრებელია ბრძოლის ახალი გზები და ფორმები, თუმცა მნიშნველოვანია, რომ ამ ბრძოლაში ყველა მოქალაქე იყოს ჩართული.

"როგორ ვუყურებ მე:

გუშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ - მსხვილ ქალაქებში მოქალაქეების უმრავლესობამ არსებულ სისტემას, ამჟამად მის მმართველ პარტიასა და ლიდერს უთხრა არა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად.

ეს მოხდა მიუხედავად შანტაჟისა, დაშინებისა, მოსყიდვისა, ქურდებისა, ეპისკოპოსებისა, სსიპ-ებისა, ააიპ-ებისა და ათასი ნაბიჭვრობისა.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვინდა ჭაობი, კორუფცია, სტაგნაცია, ვალები, უიმედობა, უპერსპექტივობა, მონობა, ტყუილი, უტიფრობა, უცოდინრობა, ამორალურობა, ღარიბაშვილობა. ეს ნიშნავს, რომ არ გვინდა რუსეთი.

მაგრამ გვაქვს ამ საკუთარი ნების პოლიტიკურად გაფორმების პრობლემა:

წინ გვიდგას ბოროტი, თავისი არსით საბჭოთა სისტემა, რომელიც ჩვენი გადახდილი გადასახადებით, ჩვენი შვილების მიერ მომავალში (თუ დარჩა აქ რომელიმე) გასასტუმრებელი ვალებით, ინფლაციით და დღემდე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონებით აფინანსებს ხმების ყიდვას და თოფიან ხალხს, რითიც უნარჩუნებს ძალაუფლებას ივანიშვილსა და მის ოცნებას

საპატრიარქოსთვის მიცემული ქონება და ფული, ქურდებისთვის მიცემული პრივილეგიები, ობშიაკის აგროვების უფლება, პირობითების მოხსნა, ვითომ კულტურასა და სპორტში ჩასხმული მილიონები, ვითომ ბიზნესებისთვის მიცემული ტენდერები, ვითომ ეკონომიკის განვითარებაზე გაცემული იაფი სესხები, სსიპ-ებსა და ააიპ-ებში გაშვებული ფული, წაგებაზე მომუშავე სახელმწიფო კომპანიები, ბოტების არმია, მილიარდობით ახალი ვალი, ორნიშნა ინფლაცია და ა.შ. და ა.შ. - ეს ყველაფერი არის ჩვენთვის წართმეული საკუთრება, რომელიც ხმარდება ამ ბოროტი სისტემის სიცოცხლის გახანგძლივებას საარჩევნო ხმებით, ჩვენივე ინტერესების საწინააღმდეგოდ.

ანუ, ერთია მოქალაქეების რეალური ნება და მეორეა რა და როგორ იწერება ტაბლოზე. შედეგად, გვყავს არალეგიტიმური, უზურპატორი ხელისუფლება.

ჩემთვის ამოსავალი არის ეს მოცემულობა. ამ მოცემულობით განვითარებაზე ფიქრი ზღაპარია, ამ მოცემულობით არსად ჩვენ არ მიგვიღებენ, ამ მოცემულობასთან შეუგუებლობა თავმოყვარეობის და ღირსების საკითხია.

ჩემი აზრით, მოსაფიქრებელია ბრძოლის ახალი, გზები და ფორმები, მაგრამ ეს ბრძოლა ვერ იქნება მარტო ჩემი, ჩემი პარტიის ან მარტო პარტიების ბრძოლა. თუ გესმის რას ვებრძვით, მაშინ ისიც უნდა გესმოდეს რომ ეს ყველას ბრძოლაა. ყველას მოგვიწევს ამაზე დროის და ენერგიის დახარჯვა", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge