png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ჯერ მერობა და მერე მიშას სიცოცხლე - ამაზე ბრიყვული არაფერი შეიძლება იყოს! - მაია ნადირაძე

  • პოლიტიკა
  • 31.10.2021
  • 17:40
ჯერ მერობა და მერე მიშას სიცოცხლე - ამაზე ბრიყვული არაფერი შეიძლება იყოს! - მაია ნადირაძე

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ლიდერი მაია ნადირაძე არჩევნების შედეგებსა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"ევრიკა - არჩევნები გაუქმებულია! რაც მთავარია, 29 დღე ხომ ვემზადეთ ამ გაუქმებულისთვის, არაფრისთვის გვეცალა, ყველა და ყველაფერი დავიკიდეთ, იმისთვის რომ კიდევ ერთხელ და მესამედ, პირდაპირ ეთერში გვენახა კინო სათაურით - "ვაშაა, მოვიგეთ… უიჰ, წავაგეთ". (წაგვართვეს, აგვახიეს, დაგვჩაგრეს, მოგვატყუეს, იძალადეს… რაც გინდა აირჩიეთ, თარგმანში არ დაიკარგოს რამე).

ახლა ის მაინტერესებს, რამე სხვისთვისაც გცალიათ, თუ ჯერ გლოვა გვაქვს და "ახლა ამის დრო არ არის" რეჟიმში უნდა ვიყოთ?! რჩევაზე და შენიშვნაზე გაფუჭებული რძესავით რომ იჭრებით, ეგ უკვე ვიცით!

ციყვი გალიაში უფრო ძნელად პროგნოზირებადია, ვიდრე დღევანდელი მოცემულობის "გამოცნობა" იყო. ხოდა, ასეთ დროს, როცა პოსტ ფაქტუმ ამბობ, რაც წინასწარ უნდა გცოდნოდა, მოგება შვებულებაშია ან გასულია მომსახურების ზონიდან.

ვწუხვარ, გული შემტკივა და ქედს ვიხრი იმ ჯარისკაცების წინაშე, ვინც თავი არ დაზოგა ამ უმეთაურო ბრძოლაში. გმადლობთ და მომიტევეთ, რომ მეტი არაფერი შემიძლია.

P.S. რომ არა პუტინის ციხეში გამომწყვდეული მიხეილ სააკაშვილი, ამასაც კი არ დაგიწერდით… ჯერ მერობა და მერე მიშას სიცოცხლე - ამაზე ბრიყვული არაფერი შეიძლება იყოს!", - წერს მაია ნადირაძე.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge