primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

მესამე პრეზიდენტს მივმართავ, გთხოვთ, შეწყვიტეთ, შიმშილი, თქვენი მუხტი სჭირდება ამ ქვეყანას, ისე როგორც არასდროს. დიდი განსაცდელია საქართველოს თავს - თაკო ჩარკვიანი

  • პოლიტიკა
  • 31.10.2021
  • 18:49
მესამე პრეზიდენტს მივმართავ, გთხოვთ, შეწყვიტეთ, შიმშილი, თქვენი მუხტი სჭირდება ამ ქვეყანას, ისე როგორც არასდროს. დიდი განსაცდელია საქართველოს თავს - თაკო ჩარკვიანი

მესამე პრეზიდენტს მივმართავ; გთხოვთ, შეწყვიტეთ, შიმშილი, რადგან თქვენი ჯანმრთელობა და თქვენი მუხტი სჭირდება ამ ქვეყანას, ისე როგორც არასდროს. დიდი განსაცდელია საქართველოს თავს, - წერს კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

ჩარკვიანი წერს, რომ მისი ვარაუდი არჩევნების მეორე ტურის გაყალბების თაობაზე, გამართლდა.

„ვთქვი, რომ ასე „ინტელექტუალურად“ არასოდეს წავლენ-მეთქი. (ოლიგარქიატი). მეორე ტურს ვერ გააყალბებს-მეთქი?- ვიკითხე, თან ბევრჯერ ვიკითხე ტვ ეკრანიდან თუ ისე? (ყველას გახსოვთ) და რა ამბავი ატყდა და რა თავდასხმები იყო ესეც გვახსოვს. იგივე მდინარეში უკვე მერამდენედ?! ჩვენზე უფრო „მონდომებული“ ნუ იქნებიო, სცენიდან მიპასუხეს. კონვენციით ხალხისთვის მინიჭებული უფლება – „ჯანყი“ არ ახსენოო. არადა, „ჯანყი“ ხალხის მრავალათასიან მშვიდობიან „ტალღას“ გულისხმობს, რუსთაველზე ღამისთევით. (აი, სამი თვე ყოფილი ხელისუფლების დროს ქუჩაში, რომ ვიყავით ოპოზიცია). რა ვიცი, მაშინ „რევოლუცია“ არავის დაურქმევია ჩვენი პროტესტისთვის, ხომ ასეა?! და სააკაშვილმა მაშინ დატოვა ხელისუფლება, ხომ ასეა, ხომ სიმართლეს ვამბობ?! ახლა გისმენთ ბატონებო, განსაკუთრებით აქტიურ ლიდერებს გისმენთ. მეორე ტურებსაც რომ გააყალბებდა, ზოგიერთ ამბიციურ ლიდერს თუ „ლოდერს“ ამაში ეჭვი გეპარებოდათ? (იგივე საარჩევნო სისტემის პირობებში?!).

ან ეს გახარია, სად აორთქლდა, ხომ არ იცის ვინმემ? ზოგიერთი „ბრძენი“, რომ მიმტკიცებდა „მთავარია ოცნებას“ ხმები წაართვასო. ჰოოოოო, მაშინ, მე მაქვს უფლება ჩემი მოსაზრება (სამწუხაროდ) გამიმყარდეს. ეს ან პოლიტიკური სიბეცეა ან „უარესი“. ჰოდა, „ჩრდილოვანიდან“ რომ გამოხვალთ და რეალურ „სურათს“ დაიჯერებთ და აღიქვამთ, ცოტა სხვასაც რომ დაუჯერებთ, მაშინ აღარ ვივლით 30-წლიან რუსულ წრეზე. ახლა ერთი ვიცი, რომ ვისი ხმებითაც ხართ „ჩრდილოვანი კაბინეტი“, ის კაცი რუსეთის-ოლიგარქის ციხეშია. ჰოდა, აქციას რომ დავნიშნავ, ეს მე ვიქნები, თუ სხვა, არ „გამოხტეთ“ რომელიმე „ზოგიერთი ლიდერი“ და ხალხს ნუ დააბნევთ, ნუ მოუწოდებთ და ნუ ეტყვით: „არ გახვიდეთ, ჩვენი აქცია არ არის, სხვისიაო“. ჩემი და სხვისი „აქცია“- თარიღი და რიცხვი კი არა, ჩემს და თქვენს, ჩვენს საქართველოს ვკარგავთ. გელოდებით „ოპოზიციის ლიდერებს ჩრდილოვანი კაბინეტიდან“. გისმენთ ყურადღებით. ჩემი აზრით, ახლა ვფიქრობ, უპირველესია აი, ეს თხოვნა: მესამე პრეზიდენტს მივმართავ; გთხოვთ, შეწყვიტეთ, შიმშილი, რადგან თქვენი ჯანმრთელობა და თქვენი მუხტი სჭირდება ამ ქვეყანას, ისე როგორც არასდროს. დიდი განსაცდელია საქართველოს თავს. თქვენი განადგურება ადამიანური ტრაგედიის გარდა, საქართველოსთვის გამანადგურებელი დარტყმა იქნება, რადგან უიმედო ბრძოლაზე კატასტროფული არც კი არსებობს რაიმე. აქამდე ხომ არ მითხოვია, ახლა გთხოვთ, მთელი ჩემი ოჯახით, რადგან ბრძოლა ახლა იწყება“, – წერს ჩარკვიანი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge