png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საკრებულოს წევრმა ქალებმა კონფერენციაში „გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად“ მონაწილეობა მიიღეს

  • საზოგადოება
  • 09.02.2016
  • 18:21
საკრებულოს წევრმა ქალებმა კონფერენციაში „გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად“ მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს საკრებულოების წევრ ქალთა ფორუმის მესამე კონფერენცია  - „გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ქალების მონაწილეობით გაიმართა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა, საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობის ორგანოების და საკრებულოების წევრი ქალების გარდა,  საქართველოს ხელისუფლების, პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.  ღონისძიება სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ აშშ-ს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა გახსნა.

ფორუმის სამუშაო ჯგუფმა, მონაწილეებს  გასული წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა და  სამომავლო გეგმები გააცნო. კონფერენციაზე დისკუსიის რეჟიმში  განიხილეს თემები გენდერული კვოტირების, ადგილობრივ დონეზე ქალთა როლის გაძლიერების, სკოლამდელი განათლების და ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ.

კონფერენციაზე მოხსენებით თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქციის „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე გამოვიდა. მან არჩევით თანამდებობაზე ქალების როლზე, არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ამომრჩევლებთან ურთიერთობის არსებულ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და როგორც ადგილობრივ ისე საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში  ქალებზე  -  როგორც  ცვლილებების განმახორციელებელ მნიშვნელოვან ძალაზე გაამახვილა ყურადღება.

კონფერენციაზე ქალთა როლის გაძლიერების საკითხებზე ასევე ისაუბრეს ნიუ-ჯერსის ჰაილედ პარკის ყოფილმა მერმა მერილ ფრეკმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა შომბი შარპმა, საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ევა სმედბერგმა,  საქართველოს  პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge