png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები და იქნება ერთი დიდი აქცია - თაკო ჩარკვიანი

  • პოლიტიკა
  • 01.11.2021
  • 17:04
ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები და იქნება ერთი დიდი აქცია - თაკო ჩარკვიანი

როცა ვსაუბრობ ერთიანობაზე, ყოველთვის ვგულისხმობ დასავლური ვექტორის ერთიანობას, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს გადარჩენა სჭირდება.

"ჯანყი არ გულისხმობს შეიარაღებას. ეს არის კონვენციით მონიჭებული უფლება. ის, რომ რუსეთ-საქართველოს ომია და სააკაშვილი უნდა გადავარჩინოთ, ეს არის ფაქტი. მე როცა ვსაუბრობ ერთიანობაზე, ყოველთვის ვგულისხმობ დასავლური ვექტორის ერთიანობას. იმ ადამიანთან, ვისაც გაცხადებული აქვს, რომ გორი დაბომბა საქართველომ, მე ვერ ვხედავ განსხვავებას, იმ ადამიანთან რომელმაც თქვა, რომ მძინარე ცხინვალი დაიბომბა. ჩემი ტალახი და სხვისი ტალახი არ არსებობს. ტალახი არის ტალახი, რომელსაც არ უნდა გაეკარო. გაერთიანება მხოლოდ დასავლურ ვექტორთან, დიდი პერმანენტული ტალღა. არ უნდა მოასვენო ხელისუფლება, სულ უნდა გყავდეს შეწუხებულ მდგომარეობაში. წუხდეს, რომ ვერ მართავს კოვიდს, აშიმშილებს ხალხს, ახალგაზრდებს არ აქვთ სამსახური. არ არის სამსახური, კორუფციაა. ეს არის რუსული მართვის სტილი. მე ვთვლი, რომ ერთიანად ოპოზიციამ უნდა ჩავატაროთ აქციები. ვთვლი, რომ ეს კაცი ძალიან საშიშ მდგომარეობაშია.

ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები და იქნება ერთი დიდი აქცია. კარგი იქნება თუ ნაწილი გაითვალისწინებს შენიშვნებს. თუ ამბობ, რომ ეს არის კოალიცია, ყველას შენიშვნა უნდა გაითვალისწინო და არა მხოლოდ ოთხი ლიდერის, რომელიც მე პირადად, ლიდერად არ დამისახელებია. კოალიცია როცა არის, ეს უნდა იყოს პარიტეტზე ურთიერთობა და მე პირადად მბრძანებლები არ მყავს. ჩემი მბრძანებელი არის ჩემი ხალხი. ახალი სისხლი სჭირდება ქვეყანას. ახალგაზრდები, ერთ წრეზე პიჯაკი მობეზრდება ადამიანს. ამიტომ, რაღაცებში ვეთანხმებით ერთმანეთს, რაღაცებში არ ვეთანხმებით, მაგრამ ეს დაპირისპირება არ არის. მე ვარ უფრო სხვა ტემპის მომხრე, უფრო სწრაფი ტემპის. ამას დაპირისპირებად ნურც ლიდერები მომნათლავენ ოპოზიციურად, ნურც გარე მსმენელი. მე ვარ მაგალითად ნონა მამულაშვილის ტემპის მომხრე. მას აქვს სხვა ტემპი, მაგრამ ყველანი ვართ ერთნი", - განაცხადა ჩარკვიანმა.



გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge